Home » საზოგადოება » კარტოფილში აღმოჩენილი კიბოს დაავადება – საქართველოს საზღვრიდან თურქეთში 48 ათასი კილოგრამი კარტოფილი უკან გააბრუნეს

კარტოფილში აღმოჩენილი კიბოს დაავადება – საქართველოს საზღვრიდან თურქეთში 48 ათასი კილოგრამი კარტოფილი უკან გააბრუნეს

2 თვის განმავლობაში საქართველოში შემოტანილი 48 ათას კგ-ზე მეტი დაავადებული კარტოფილი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნდა. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ოქტომბერში თურქეთს 25 ათასი კგ პროდუქტი დაუბრუნდა, ნოემბერში კი – 23 450 კგ. ორივე შემთხვევაში მიზეზი კარტოფილში აღმოჩენილი კიბოს დაავადება იყო.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა რაოდენობის პროდუქტს ყიდულობს საქართველო და ამასთან, როგორია ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველომ 946.7 ტონა (84.03 ათასი აშშ დოლარი) პროდუქტი შეიძინა, ხოლო იანვარ-სექტემბერში – 15 152 ტონა (3,3 მლნ დოლარი).

რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველომ პროდუქტი შეიძინა, ასე გამოიყურება:

  • თურქეთი – 6,110 ტონა
  • რუსეთი – 2,576 ტონა
  • აზერბაიჯანი – 2,466 ტონა
  • გერმანია – 1,193 ტონა
  • ეგვიპტე – 849 ტონა
  • სომხეთი – 799.71 ტონა
  • ნიდერლანდი – 711.98 ტონა
  • საფრანგეთი – 172.65 ტონა
  • ბელორუსი – 124.74 ტონა
  • ირანი – 96.16 ტონა
  • ბელგია – 50.6 ტონა

აღსანიშნავია, რომ საქართველომ 2020 წლის სექტემბერში 946.7 ტონა კარტოფილი მხოლოდ თურქეთისგან შეიძინა.

Share