Home » საზოგადოება » კარასინის მუქარა: პირდაპირ ვაფრთხილებთ ქართველ პარტნიორებს
კარასინის მუქარა: პირდაპირ ვაფრთხილებთ ქართველ პარტნიორებს

კარასინის მუქარა: პირდაპირ ვაფრთხილებთ ქართველ პარტნიორებს

რუსეთი ქართველ პარტნიორებს აფრთხილებს, რომ “თბილისის არამეგობრული ქმედებები საერთაშორისო არენაზე საფრთხის ქვეშ აყენებს 2012 წელს დაწყებული ურთიერთობების ნორმალიზებას“. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა გაზეთ „იზვესტიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„თბილისი ჯერ კიდევ არ მიდის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე, საერთაშორისო არენაზე განაგრძობს ჩვენ საწინააღმდეგო საქმიანობას, მონაწილეობს ნატო-ს სტრატეგიაში რუსეთის შეკავებაზე. პირდაპირ ვაფრთხილებთ ქართველ პარტნიორებს, რომ ამგვარი ქცევა საფრთხის ქვეშ აყენებს 2012 წელს დაწყებულ ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს, რომლის შედეგებითაც ორივე ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.

მისივე თქმით, საგარეო ვაჭრობისა და ტრანსპორტის სფეროში პროგრესი აშკარაა.

„ორმხრივი საქონლის ბრუნვა განაგრძობს ზრდას. იანვარი-ივლისის პერიოდში 44%-ით გაიზარდა. ვფიქრობ, 2018 წელს ვაჭრობის მოცულობის რეკორდი გვექნება, რაც 1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს“, – დასძინა მან.

Share