Home » საზოგადოება » კარასინი პოზნერთან დაკავშირებულ ინციდენტზე: ქართველი რადიკალების ქმედებები შესაძლოა, მიზანმიმართული ანტირუსული პროვოკაცია იყოს

კარასინი პოზნერთან დაკავშირებულ ინციდენტზე: ქართველი რადიკალების ქმედებები შესაძლოა, მიზანმიმართული ანტირუსული პროვოკაცია იყოს

ქართველი რადიკალების ქმედებები ტელეწამყვან ვლადიმერ პოზნერის თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით შესაძლოა, მიზანმიმართული ანტირუსული პროვოკაცია იყოს, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების ხელის შეშლისკენაა მიმართული, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა განაცხადა.

„ამ სამარცხვინო სიტუაციამ გამოააშკარავა სასტიკი დაპირისპირება სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ქართველ რადიკალებსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის, – აღნიშნა კარასინმა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მომხდარი შეაფასა და რადიკალებს დეგრადირებული ჯგუფი უწოდა.

„პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე შეაფასა მომხდარი. ამ შეფასებაში რადიკალები მოხსენიებული არიან როგორც დეგრადირებული ჯგუფი, რომელთანაც ცივილიზებული დიალოგი შეუძლებელია“, – განაცხადა კარასინმა.

Share