Home » მსოფლიო » „კაპიტალიზმის არსებულმა მოდელმა თავი ამოწურა, უმდიდრეს ქვეყნებშიც კი დოვლათი არათანაბარად ნაწილდება“

„კაპიტალიზმის არსებულმა მოდელმა თავი ამოწურა, უმდიდრეს ქვეყნებშიც კი დოვლათი არათანაბარად ნაწილდება“

„კაპიტალიზმის არსებულმა მოდელმა, რომელიც წარმოადგენს საზოგადოების სტრუქტურის საფუძველს ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში, ამოწურა თავისი თავი“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა “ვალდაის” კლუბის შეხვედრაზე განაცხადა.

პუტინის თქმით, მსოფლიო დგას „ცივილიზაციის კრიზისის“  და დედამიწაზე ადამიანის არსებობის პრინციპების „სერიოზულად გადახედვის“ წინაშე.

კაპიტალისტური მოდელის ფარგლებში, „აღარ არის გამოსავალი მზარდი ჩახლართული წინააღმდეგობების აურზაურიდან“, თქვა პუტინმა.

„უმდიდრეს ქვეყნებშიც კი დოვლათის არათანაბარი განაწილება ხდება და ეს ზრდის უთანასწორობას, პირველ რიგში, შესაძლებლობების უთანასწორობას – როგორც ინდივიდებში, ასევე სახელმწიფოებში საერთაშორისო დონეზე.

უკვე ზოგიერთ სახელმწიფოში საკვების დეფიციტია. ყველა საფუძველი არსებობს იმის დასაჯერებლად, რომ მსოფლიოში სასურსათო კრიზისი შეიძლება გაუარესდეს უახლოეს მომავალში და შეიძლება მიაღწიოს ექსტრემალურ ფორმებს“, – პროგნოზირებს პრეზიდენტი.

გარდა ამისა, მისი განცხადებით, არის სიღარიბის, უმუშევრობის, სამედიცინო დახმარების ნაკლებობის პრობლემები. ჩამორჩენილი ქვეყნები „კარგავენ რწმენას ლიდერებთან დაახლოების პერსპექტივის მიმართ“, ჩნდება იმედგაცრუება, რომელიც „აძლიერებს აგრესიას, უბიძგებს ხალხს ექსტრემისტების რიგებში“, – თქვა პუტინმა.

მისი თქმით, მსოფლიოს მოუწევს „რეორგანიზაციის“ პერიოდის გავლა, რომელიც შესაძლოა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდეს და რომლის საბოლოო დიზაინი უცნობია.

„ტრანსფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და რომელშიც ვმონაწილეობთ, განსხვავებული კალიბრისაა, ვიდრე ის, რაც მოხდა არაერთხელ კაცობრიობის ისტორიაში – ყოველ შემთხვევაში, რაც ჩვენ ვიცით”, – თქვა პუტინმა.

„დღეს ჩვენ ვაწყდებით ერთდროულად სისტემურ ცვლილებებს ყველა მიმართულებით – ჩვენი პლანეტის მზარდი რთული გეოფიზიკური მდგომარეობიდან დაწყებული, უფრო და უფრო პარადოქსულ ინტერპრეტაციებამდე, თუ რა არის ადამიანი, რა არის მისი არსებობის მნიშვნელობა“, – აღნიშნა პუტინმა.

პუტინის თქმით, საბჭოთა კავშირში იყო, პირიქით, „გათანაბრება“. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საბჭოთა ადამიანის ცნება „შავი საღებავით უნდა იყოს შეღებილი“. მისივე თქმით, მაგალითად, სსრკ-ში არსებობდა უფასო განათლება, რომელიც ემსახურებოდა სოციალურ ამაღლებას.

„თქვენმა თავმდაბალმა მსახურმა დაამთავრა უნივერსიტეტი, მუშათა ოჯახიდან. კარგი განათლება მიიღო ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს საკმარისი არ არის?” – იკითხა პუტინმა.

პუტინის თქმით, ამ პირობებში, როდესაც მსოფლიო, „სტრუქტურულ რღვევას განიცდის“, რუსეთი იხელმძღვანელებს „ჯანსაღი კონსერვატიზმის იდეოლოგიით“. ეს მოიცავს ექსტრემიზმის უარყოფას, ტრადიციებზე მიდგომას, მოსახლეობის შენარჩუნებას და ზრდას.

საპირწონედ მან მოიყვანა დასავლეთის ღირებულებები, სადაც, პრეზიდენტის თქმით, ბავშვებს ასწავლიან, რომ ბიჭი შეიძლება გახდეს გოგო და პირიქით. მისივე განცხადებით, გარდა ამისა, არის გადახვევა ისეთი ცნებებისგან, როგორიცაა „დედა“ და სხვადასხვა სქესის „მამა“.

„ეს მხოლოდ დანაშაულია კაცობრიობის წინააღმდეგ. და ყველაფერი პროგრესის დროშის ქვეშაა“, – თქვა აღშფოთებულმა პუტინმა.

სანდრო პირველი

 

Share