Home » საზოგადოება » კანონმდებლებს უჭირთ მოსამართლეების საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმა
კანონმდებლებს უჭირთ მოსამართლეების საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმა

კანონმდებლებს უჭირთ მოსამართლეების საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმა

მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლეთა კორპუსის საცხოვრებლით უზრუნველყოფით მათ მორჩილებას მიაღწია. ამჟამინდელ ხელისუფლებასაც უჭირს ამ მიმართებით საზოგადოების დაკვეთის აღსრულება.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადებას, მხარი არ დაუჭირა, რომლის საფუძველზეც მოსამართლეებს საცხოვრებელი ფართები საკუთრების უფლებით არ უნდა გადასცემოდათ. კომიტეტის მხრიდან კანონპროექტის მიმართ დამოკიდებულება შეფასდა იმ გარემოებით, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭირო იყო მასზე დეტალური და არსებითი მსჯელობა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა კომიტეტის წევრების ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხა, რომლისთვისაც კომიტეტის კანონპროექტის მიმართ დამოკიდებულება მოულოდნელი და ბოლომდე გაუგებარი დარჩა.
„კანონპროექტის მიმართ კომიტეტის დამოკიდებულებით იმედგაცრუებული ვარ. კომიტეტის მხრიდან კანონპროექტის მიმართ პოზიტიური დასკვნის მიუხედავად, კანონპროექტის მიუღებლობა რომელი ერთი გარემოების და კონკრეტული შენიშვნის გამო მოხდა, არ შემიძლია გითხრათ, რადგანაც ასეთი შენიშნვა არ დასახელებულა. მაქვს შთაბეჭდილება, რომ პარლამენტის წევრები კანონპროექტს სათანადოდ არ იცნობდნენ. გვთხოვეს, თავიდან წარგვედგინა კანონპროექტი, მაგრამ წარდგენილ კანონპროექტში რა ცვლილებები უნდა განვახორციელოთ, შემოთავაზებული არ ყოფილა. კანონპროექტის განხილვის მიმართ არასერიოზული ან მოუმზადებელი დამოკიდებულების განცდა დამრჩა. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ხალხი ხედავს და საზოგადოება აფასებს. კანონპროექტის განხილვის და მასზე საგნობრივი არგუმენტების უკმარისობა დამრჩა. მოსამართლეს, რომ საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში არ უნდა გადაეცეს, ამაზე დაუთანხმებლობა პოლიტიკურადაც და სამართლებრივადაც დიდი შეცდომაა“ – განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.
იხილეთ ვრცლად ►http://barristers.ge/ge/page/news_item/978
Share