Home » მსოფლიო » კანადამ კორონავირუსის წინააღმდეგ Johnson & Johnson-ის ვაქცინა დაამტკიცა

კანადამ კორონავირუსის წინააღმდეგ Johnson & Johnson-ის ვაქცინა დაამტკიცა

კანადის მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ კორონავირუსის წინააღმდეგ Johnson & Johnson-ის ვაქცინა დაამტკიცა.

”იმ ხალხის გასაგონად, ვინც ახლა სახლიდან გვიყურებს და ვინც მოუთმენლად ელოდება ვაქცინის გაკეთებას – თქვენი ჯერი მოდის”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ქვეყანა Pfizer-თან მიწოდების დაჩქარებაზე შეთანხმდა და მაისის ბოლომდე 3.5 მილიონ დოზას მიიღებს. მანამდე მარეგულირებელმა ორგანომ ქვეყანაში Pfizer-BioNTech-ის, Moderna-სა და AstraZeneca-ს მიერ წარმოებული ვაქცინები დაამტკიცა.

Johnson & Johnson-ის ვაქცინა პირველია კანადაში დამტკიცებულ ვაქცინებს შორის, რომელიც ერთ დოზას მოითხოვს და ჩვეულებრივ მაცივარში ინახება.

კანადის პრემიერი: ჩვენ მივიღებთ ყველა დევნილს, ვისაც აშშ არ მიიღებს

Share