Home » საზოგადოება » კამკამიძე: ლოქდაუნი არ არის გამოსავალი, ამან შეიძლება, უკუეფექტი გამოიწვიოს

კამკამიძე: ლოქდაუნი არ არის გამოსავალი, ამან შეიძლება, უკუეფექტი გამოიწვიოს

იმუნოლოგი, კლინიკა ნეოლაბის დირექტორი გიორგი კამკამიძე მიიჩნევს, რომ ლოქდაუნის გამოცხადება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ვერ გამოასწორებს.

როგორც მან ფორმულას გადაცემა კომენტარში განაცხადა, ეს აჩვენა წინა ლოქდაუნმაც, რომელმაც ძალიან მძიმე შედეგები მოიტანა.

ის ამბობს, რომ სიტუაციას პაციენტების სწორი გადანაწილება გააუმჯობესებს.

“რეალურად, უფრო მძიმე პერიოდში მოგვიწია ჩვენ ამ ტალღის გადავლა, ვიდრე შეიძლება, რომ ეს ყოფილიყო მაგალითად ზაფხულის პერიოდში. ახლა ლოქდაუნი იქნება იმის საწინააღმდეგო ქმედება, საითკენაც მივდივართ, ეს არის სერვისების გაფართოება, გაძლიერება და სწორი გადანაწილება, ანუ სიტუაციის გაუმჯობესება შეიძლება მხოლოდ პაციენტების სწორი გადანაწილებით, რომ მხოლოდ ისინი ხვდებოდნენ საავადმყოფოებში, ვისაც რეალურად სჭირდება და დანარჩენების მართვა ბინაზე ხდებოდეს ეფექტურად, ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ და ლოქდაუნი ამ სისტემას კიდევ უფრო შეაფერხებს და შეიძლება, უკუეფექტი გამოიწვიოს არამარტო ეკონომიკურად, არამედ სამედიცინო თვალსაზრისითაც”, – განაცხადა მან.

დღეს, 16 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 30 პაციენტი გარდაიცვალა.

წყარო: formulanews.ge

Share