Home » მსოფლიო » კალიფორნიაში მიიღეს კანონი გენდერულად ნეიტრალურ საბავშვო პროდუქციაზე

კალიფორნიაში მიიღეს კანონი გენდერულად ნეიტრალურ საბავშვო პროდუქციაზე

კალიფორნია პირველი შტატი გახდა, რომელმაც განაცხადა, რომ მსხვილმა სავაჭრო ცენტრებმა უნდა გაყიდონ გენდერულად ნეიტრალური საბავშვო პროდუქცია, ჰიგიენის ნივთები და სათამაშოები. იუწყება Associated Press.

კანონი, ლგბტ თემის დამცველთა გამარჯვებად აღიარეს, რომლებიც ამბობენ, რომ ვარდისფერი და ცისფერი ფერები, მარკენტიგული თვალსაზრისით, ბავშვებს აიძულებს გენდერულ სტერეოტიპებს დაექვემდებარონ.

დემოკრატების მიერ ხელმოწერილი ახალი კანონი არ კრძალავს ბიჭებისა და გოგონების ტრადიციულ სექციებს სუპერმარკეტებში. კანონის თანახმად, მსხვილ მაღაზიებს ასევე უნდა ჰქონდეთ გენდერულად ნეიტრალური განყოფილება გონივრული არჩევანისთვის.

კანონი ვრცელდება მხოლოდ სათამაშოებსა და ბავშვების მოვლის საშუალებებზე, რომელიც მოიცავს ჰიჰიენისა და პირის ღრუს მოვლის პროდუქციას. ამასთან, კანონი ეხება მხოლოდ იმ მაღაზიებს, სადაც სულ მცირე 500 თანამშრომელი მუშაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მცირე დაწესებულებები ამ ვალდებულებისგან თავისუფალნი არიან.

წყარო: GHN.GE

Share