Home » საზოგადოება » კალაძე: მეც საცობში მიწევს დგომა, მაგრამ მხოლოდ კერძო ავტომობილების მფლობელების მერი ვერ ვიქნები

კალაძე: მეც საცობში მიწევს დგომა, მაგრამ მხოლოდ კერძო ავტომობილების მფლობელების მერი ვერ ვიქნები

„მეც ყოველდღიურად კერძო მანქანით ვმოძრაობ, მეც საცობში მიწევს დგომა, მაგრამ მხოლოდ კერძო ავტომობილების მფლობელების მერი ვერ ვიქნები“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„მეც ყოველდღიურად კერძო მანქანით ვმოძრაობ, მეც საცობში მიწევს დგომა, მაგრამ მხოლოდ კერძო ავტომობილების მფლობელების მერი ვერ ვიქნები. მე ვარ მერი ბებიებისა და ბაბუებისა, რომლებიც გადასაადგილებლად ტროტუარს იყენებენ. მე ვარ მერი იმ ახალგაზრდებისა, რომლებიც ყოველდღიურად ელექტროსკუტერით, ველოსიპედით მოძრაობენ. მე იმ მშობლების მერი ვარ, სამსახურიდან დაბრუნებულებს სურვილი აქვთ, შვილები ეტლით გაასეირნონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის მსგავსად, თბილისის ქუჩები ინდივიდუალურად პროექტდება იმისთვის, რომ საერთაშორისო პრაქტიკა დედაქალაქს მოერგოს.

„ჭავჭავაძის გამზირის მაგალითი თვალსაჩინოა იმისა, თუ რა ხდებოდა ტროტუარებზე. ადამიანი ვერ გადაადგილდებოდა, რადგან ავტომობილები მოძრაობდნენ. ეს კატეგორიულად მიუღებელია.

შესაბამისად, ჩვენ ეტაპობრივად უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო გამოცდილება, პროექტები, რომელიც განვითარებულმა ქალაქებმა განახორციელეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

Share