Home » საზოგადოება » კახი კალაძემ თეა გოდოლაძეს პოლიტიკურად ანგაჟირებული უწოდა

კახი კალაძემ თეა გოდოლაძეს პოლიტიკურად ანგაჟირებული უწოდა

„დამოუკიდებელ სპეციალისტებს ვერ დავარქმევდი ამ ადამიანებს. ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომლებიც პოლიტიკური სპეკულაციებში იყვნენ სამწუხაროდ. თქვენ გახსოვთ ის განცხადებები, რომლებიც კეთდებოდა პირველივე დღიდან. სამწუხაროა, რომ როდესაც ასეთი პრობლემები ხდება ქალაქში, ჩნდებიან ამ ტიპის და ამდაგვარი ადამიანები“, – ამის შესახებ თბილისი მერმა, კახი კალაძემ მაჭავარიანის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის გახსნისას მედიასთან საუბარში განაცხადა.

მერი, პირველ რიგში, გულისხმობდა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორს, თეა გოდოლაძეს, რომელიც ვაშლიჯვრის პრობლემის პირველივე დღიდან, საკითხთან დაკავშირებით,  თბილისის მერიის ყველა გადაწყვეტილების საწინააღმდეგეგო პოზიციით გამოდიოდა.

გოდოლაძე, ამ შემთხვევაშიც, მერიის გადაწყვეტილების წინააღმდეგია და ამბობს, რომ მეწყერსაშიში უბნების უსაფრთხოდ გადაქცევა, არის გამორიცხული თემა, გამაგრების მიუხედავად.

„გამაგრებთი სამუშაოები არასოდეს არ არის 100 %-იანი. ეს ყოველთვის კეთდება ალბათური შეფასებით, რომ ვთქვათ 10, 20, 30 % -ია იმის ალბათობა, რომ მეწყერი კვლავ საშიში გახდეს. მეწყერის, მეწყრული პროცესის შეკავება, ან გაჩერება, ეს არის წარმოუდგენელი ამოცანა, იმიტომ რომ ასეთი რაღაც ბუნებაში არ არსებობს. ეს უბანი არის მეწყერსაშიში და მით უმეტეს, არის უხეში ჩარევა მომხდარი. რამდენად შეაკავეს, როგორ გააკავეს და რამდენად უსაფრთხოა, თავად შემსრულებელმა უნდა იმსჯელოს ამაზე და ეს მისი პირადი პასუხისმგებლობა არის“, – აღნიშნავს, გზის გახსნის შემდეგ, თეა გოდოლაძე.

კახი კალაძე კი მადლობას უხდის ყველას, ვინც ვაშლიჯვრის გზის პრობლემის მოხსნისას დედაქალაქს თანადგომა გამოუცხადა.

„რაც შეეხება ნამდვილ ექსპერტებს, სპეციალისტებს, მინდა მათ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ეს ჩემი პირადი მხარდაჭერაა, ან მერიის მხარდაჭერაა. ეს არის ქალაქის მხარდაჭერა და თანადგომა. რთული მდგოამრეობები არსებობს ყველა ქალაქში, ყველა ქვეყანაში. შესაბამისად, იქ ხდება გაერთიანება პრობლემების წინააღმდეგ“, – აღნიშნა მერმა მაჭავარიანის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენისას მედიასთან საუბარში.

 

 

Share