Home » ახალი ამბები » კახაბერ ცისკარიძე: ბათუმი უკეთესობისკენ უნდა შევცვალო, კახაბერი „კახა მერი“ უნდა გახდეს
კახაბერ ცისკარიძე: ბათუმი უკეთესობისკენ უნდა შევცვალო, კახაბერი „კახა მერი“ უნდა გახდეს

კახაბერ ცისკარიძე: ბათუმი უკეთესობისკენ უნდა შევცვალო, კახაბერი „კახა მერი“ უნდა გახდეს

მომღერალი კახაბერ ცისკარიძე ბათუმის მერობისთვის იბრძოლებს, – ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც კახაბერ ცისკარიძე ამბობს, იგი პოპულარული ბათუმმა გახადა და არჩევნებში მონაწილეობის მიღება, სწორედ ბათუმის უკეთესი მომავლისთვის გადაწყვიტა. რაც შეეხება საარჩევნო პროგრამას, მომღერლის თქმით, მას არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საჭირო ხელმოწერების შეგროვების შემდეგ გააცნობს მოსახლეობას.

“კახაბერი „კახა მერი“ უნდა გახდეს. სამი დღის განმავლობაში 2000-მდე ხელმოწერა გვჭირდება. აქედან გამომდინარე, მე, როგორც ბათუმის მერობის კანდიდატი დავფიქსირდები. რაც შეეხება იმას, რატომ გადავწყვიტე მერობა, მე ვარ ბათუმელი და 6 მაისის პარკში იმიტომ შევიკრიბე, რომ აქ დავიბადე და გავიზარდე. ვთვლი, რომ ბათუმმა და ბათუმელებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით პოპულარული გამხადა. ასე ვთქვათ, ბათუმელებისთვის ვალი მაქვს. ამიტომ მინდა, რომ ჩემი ენერგიით, ჩემი იდეებით და ჩემი გამოცდილებით ქალაქი უკეთესობისკენ შევცვალო. საარჩევნო პროგრამას დარეგისტრირების შემდეგ გაგაცნობთ. ბათუმი ხელოვნების ქალაქად უნდა გადაიქცეს,”- განაცხადა კახაბერ ცისკარიძემ.

Share