Home » ბიზნესი » კახა ოქრიაშვილს და ძმებ ბეჟუაშვილებს გოგირდის აბანოს ედავებიან
კახა ოქრიაშვილს და ძმებ ბეჟუაშვილებს გოგირდის აბანოს ედავებიან

კახა ოქრიაშვილს და ძმებ ბეჟუაშვილებს გოგირდის აბანოს ედავებიან

 

გოგირდის აბანოს ყოფილი მესაკუთრე წართმეულ ქონებას კახა ოქრიაშვილთან და ძმებ ბეჟუაშვილებთან დაკავშირებულ ოფშორულ კომპანიას ედავება

გასულ კვირას სამართალდამცველებმა დააკავეს ე.წ. “ღამის ნოტარიუსი” ნინო გინტური. ამ უკანასკნელმა მოსახლეობას თავი იმით დაამახსოვრა, რომ სწორედ გინტურის მეშვეობით ხდებოდა სხვადასხვა უკანონოდ ჩამორთმეული ქონების სახელმწიფოს ბალანსზე გადატანა. ერთ-ერთი ასეთი საქმე არის ე.წ. “ჭრელი აბანოს” საქმე, რომელიც კანონიერ მესაკუთრეებს 2006 წელს ჩამოართვეს. უფრო დეტალურად ამ “ქეისის” შესახებ, აბანო “გოგიტას” მაშინდელი მეპატრონე, გოგიტა ხიზანიშვილი გვესაუბრა.

– რომელი აბანოს მესაკუთრე იყავით და თავიდან რა მოტივით დაგიბარეს პროკურატურაში ?

– 2006 წლამდე ჩემი ოჯახის საკუთრება იყო ეგრეთ წოდებული “ჭრელი აბანო”. თავიდან პროკურატურა მოვიდა ჩვენთან და მოგვთხოვა, აბანო გადაგვეცა სახელმწიფოსთვის. როდესაც მიზეზით დავინტერესდით, პროკურატურის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ თუ წინაღმდეგობას გავუწევდით, ჩვენთან შემოვიდოდა ფინანსური სამსახური და დაინტერესდებოდა ფინანსური დარღვევებით, რაც მათი თქმით, გამოიწვევდა ჩვენთვის ძალიან დიდი ჯარიმის დაწესებას, რომლის დასაფარადაც არა მხოლოდ აბანოების, არამედ უკანასკნელი ტანსაცმელის გაყიდვა მოგვიწევდა. ვინაიდან ჩვენ დასამალი არაფერი გვქონდა, დავთანხმდით ფინანსური პოლიციის შემოსვლას. 3 თვის განმავლობაში, ფინანსური პოლიცია იმყოფებოდა ობიექტზე და იკვლევდა დარღვევებს. რაღაც დარღვევები იყო ობიექტზე, თუმცა 10000 ლარიანი ჯარიმის გარდა სხვა ვერაფერი გამონახეს და ეს თანხა მაშინვე შეტანილ იქნა ჩვენს მიერ. ამ ყველაფრის შემდგომ უკვე დაიწყო სიცოცხლის ხელყოფის მუქარა, ასევე დაპატიმრების მუქარა.

– ვინ იდგა რეალურად პროკურატურის უკანთუ გაქვთ ინფორმაცია კონკრეტულ პირებზე?

– მე არ შემიძლია კონკრეტულად ვინმეს დავადო ხელი და ვთქვა, რომ ეს ადამიანები იდგნენ ამ საქმის უკან. რაც ვიცი არის ის, რომ პროკურორები მოდიოდნენ ჩვენთან და გვეუბნებოდნენ, რომ ეს იყო გადაწყვეტილება და რომ წინააღმდეგობის შემთხვევაში თვითონაც ვერ გახდებოდნენ ვერაფერს. ჩვენ თუ არ დავწერდით განცხადებას და არ გადავცემდით ქონებას სახელმწიფოს, მათი თქმით, ისინი იძულებულები გახდებოდნენ დავეჭირეთ. ადეიშვილი იყო მაშინ მთავარი პროკურორი და მისი უშუალო ხელმძღვანელობით ხდებოდა ეს ყველაფერი. ჩემი ოჯახის წევრები სათითაოდ დაიბარეს პროკურატურაში. არა მარტო ჩვენი, არამედ ყველა აბანო, რაც მაშინ ფუნქციონირებდა, მესაკუთრეებს ჩამოართვეს. ყველა აბანოს დირექტორი ანალოგიურად იყო დაბარებული პროკურატურაში.

 რა პერიოდი გრძელდებოდა ეს ზეწოლაროგორც თქვენზე ისე სხვა აბანოს მესაკუთრეებზედა უშუალოდ რომელი სამინისტროს ბალანსზე გადავიდა თქვენი ქონება ჩამორთმევისშემდეგ?

– ეს იყო დაახლოებით 4-თვიანი პერიოდი 2006 წელს. 2006 წელს ჩამოგვართვეს ჩვენ ეს ქონება და 2007 წლამდე არ გაუტანიათ აუქციონზე. ქონება გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს. როდესაც ჩვენ გავიგეთ, რომ აუქციონი დაინიშნა, გადავწყვიტეთ,  მიგვემართა სახალხო დამცველისთვის. მივმართეთ კიდეც, მაშინ სახალხო დამცველი სოზარ სუბარი იყო. მან, თავის მხრივ, გააკეთა განცხადება და მიმართა აუქციონის შესაძლო მონაწილეებს, რომ არ შეეძინათ ეს ქონება, რადგან ისინი იქნებოდნენ არაკეთილსინდისიერი მყიდველები. ადვოკატებიც გვყავდა აყვანილი, მაგრამ სასამართლომ ჩვენი საბუთები არ მიიღო. შემდეგ იმ დროინდელ პროკურატურას მივმართეთ განცხადებით, რომ ეს ქონება იყო წართმეული. მიუხედავად ამისა, აუქციონი მაინც ჩატარდა. აუქციონს სახალხო დამცველის წარმომადგენლები და აბანოს მესაკუთრეებიც დაესწრნენ.

ჩვენი აბანო გაიყიდა მილიონ სამოცდაათი ათას დოლარად, ისე რომ არანაირი ვაჭრობა და კონკურენცია არ ყოფილა. იყო მხოლოდ ერთი. ყველა აუდიტორი დაგიდასტურებთ, რომ იმ წლებში, როცა უძრავი ქონების ფასები თბილისში პიკზე იყო, ეს თანხა იყო სულ მცირე ხუთჯერ მცირე მის რეალურ საბაზრო ღირებულებასთან მიმართებით. ხომ მარტივი გასაგებია, რატომაც მოხდა ასე?!.

– რაც შეეხება მყიდველებს ვინ იყვნენ მყიდველები თუ გაქვთ ინფორმაცია ამის შესახებ?

– მყიდველის რანგში მოსული იყო ასეთი პიროვნება – კობა კურდღელაშვილი. აუქციონზე ყველა აბანოს გატანა მოხდა ერთად. ორ აბანოს, ჩვენსას და კიდევ ერთს, ყავს ერთი და იგივე მყიდველი. ერთი აბანოს მესაკუთრეს მიეცა შესაძლებლობა თავიდან შეეძინა საკუთარი ქონება, სხვებთან ეს საკითხიც კი არ დამდგარა. რაც შეეხება “ჭრელ აბანოს”, მისი შემდგომი გადაყიდვა არ მომხდარა. კურდღელაშვილი დღემდე არის აბანოს წილში. წილები არის გადანაწილებული ხუთ პირზე. როდესაც “ჭრელი აბანოს” გასხვისება მოხდა, ამ დროს კურდღელაშვილს კომუნიკაცია ჰქონდა ჩვენთან. გვითხრა, რომ შეხვედრა უნდოდა. შეხვედრაზე, ბუნებრივია, მოხდა სიტყვიერი შეკამათება. შემდეგ კურდღელაშვილმა თქვა, რომ ამ ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა და კარგი იქნებოდა თუ  სხვას დაველაპარაკებოდით, ეს სხვა კი იყო კახა ოქრიაშვილი, დეპუტატი და პეესპეს მეპატრონე. შეხვედრა შედგა, შეხვედრაზე ოქრიაშვილმა ცინიკურად შემოგვთავაზა, რომ ერთადერთი რაც შეეძლო, იყო ჩვენი დასაქმება ჩვენსავე აბანოში. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავტოვეთ ის შეხვედრა და განვაგრძეთ ბრძოლა ქონების დასაბრუნებლად. იყო საუბარი, რომ მათ 5 მილიონი ჰქონდათ გადახდილი სახელმწიფოსთვის და სანაცვლოდ რაღაც ქონებები უნდა მიეღოთ. ჰოდა შეარჩიეს ჩვენი ქონება. აი ასე, მარტივად.

ყველა თანამშრომელმა იცოდა, რომ სინამდვილეში აბანოს მფლობელი იყო ოქრიაშვილი, უბრალოდ, ქონება კურდღელაშვილზე იყო გაფორმებული. პირადი კომუნიკაციაში, ოქრიაშვილი ამტკიცებს, რომ ქონება არის მისი, მაგრამ ეს არ ჩანს საბუთებში. თუმცა საინტერესოა ისიც, რომ ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია, რომელიც ფლობს შპს–ს “ჭრელი აბანო”, გარკვეული პერიოდი ეკუთვნოდა ძმებ ბეჟუაშვილებს. მე დამაინტერესა ინფორმაციამ ამ ადამიანების შესახებ. აღმოჩნდა, რომ 2011 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში, ბეჟუაშვილს აქვს აღნიშნული, რომ ამ ოფშორული კომპანიიდან იღებს დივიდენდებს.

სხვათა შორის, 2007 წელს, მას შემდეგ რაც ჩვენი აბანო შპს–მ “ჭრელი აბანო” სახელმწიფოსგან გადაიფორმა, მასზევე გაიცა გოგირდის წყლით სარგებლობის ლიცენზიაც 100 000 დოლარად. დღემდე ის ფლობს ამ ლიცენზიას და ყველა ვინც ორთაჭალაში გოგირდის წყალს მოიხმარს, მისი ქველიცენზიანტია. გამოდის, რომ ოქრიაშვილი და ბეჟუაშვილები ფლობენ როგორც გოგირდის წყლის ლიცენზიას, ისე ორ აბანოს აბანოთუბანში.

– დღეს ჭრელი აბანო დაკეტილიაუკვე რამდენიმე წელია არ მუშაობსრატომ?

– ფაქტი იყო ის, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ დღეებში, კურდღელაშვილის დირექტორმა და კიდევ რამდენიმე პირმა, ყველაფერი, რისი წაღებაც ფიზიკურად შეიძლებოდა აბანოდან, წაიღეს, გაზიდეს. მათ შორის, აყარეს მეტლახი და კაფელი. რაც ვერ წაიღეს ფიზიკურად, უბრალოდ დაჩეხეს და გაანადგურეს. როცა გაოცებული პერსონალი მათ ეკითხებოდა, თუ რატომ იქცეოდნენ ასე, პასუხი იყო, რომ მათ ამ ქონებას არავინ შეარჩენდა.

ეს არის ის რაც ფაქტია, და რომლის მომსწრე და თვითმხილველიც უამრავი ადამიანია. ასე გაანადგურეს ჩემი ოჯახის მიერ წლობით ნაწვალები და კრედიტ–კრედიტ განვითარებული “ჭრელი აბანო”, რომელიც მართლა იყო თბილისელების და ტურისტების ერთ–ერთი საყვარელი ადგილი.

– რა შეიცვალა 2012 წლის არჩვნების შემდეგთუ განახლდა გამოძიება თქვენს ქონებასთანდაკავშირებით?

–  2012 წლის შემდეგ, მე განვაახლე პროკურატურაში სარჩელი. მივმართე პროკურატურას,  და სხვათაშორის, დაუყოვნებლივ მოხდა რეაგირება. რამოდენიმე დღეში დაგვირეკეს და დაგვიბარეს დასაკითხად. დაგვკითხეს ყველა, ეს საქმე მიიღეს წარმოებაში და დაიწყეს გამოძიება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მე ბევრ ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა კომუნიკაცია მაქვს და ვიცი რომ საქმე წინ მიდის. დიდი დრო არის გასული და ბუნებრივია, ფაქტების დადგენა ჭირს. მეც ვეხმარები გამოძიებას. მივაწოდე მას გარკვეული ზარების ჩანაწერები. რაც შეეხება იმას, თუ რა ეტაპზეა საქმე, სასამართლომ მიიღო წარმოებაში ეს საქმე და ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე “ჭრელი აბანო” დაყადაღებულია. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ დავა არ დასრულდება.

ჩემი აზრით, არ უნდა გაჭირდეს სიმართლის დადგენა და სამართლიანობის აღდგენა, ვიანიდან არის ბევრი უზუსტობა საქმეში. იურიდიულად რომ გავყვეთ, როდესაც მამა შვილს ჩუქნის რაიმე ქონებას, იქ არაა საჭირო ზედმეტი ფორმალობები, მაგრამ როდესაც კერძო პირი სახელმწიფოს ჩუქნის ქონებას, იქ უნდა იყოს მითითებული რაიმე მიზეზი. ამ შემთხვევაში, აქ არ არის არანაირი მიზეზი.

ეს ქონება იყო ჩვენი შემოსავლის, პრაქტიკულად, ერთადერთი წყარო და შესაბამისად ნათელია, რომ ჩვენი ნებით ამის ჩუქება არ მოხდებოდა.

ასევე არის ასეთი უზუსტობა, რომ 49% წილის მფობელი იყო დედაჩემი, 50% წილის მფლობელი იყო მამაჩემი. 1% გაფორმებული იყო ვინმე ჩუჩარინზე, რომელიც იყო აბანოს ერთ-ერთი თანამშრომელი, შემდგომში იგი გარდაიცვალა. ის არ იყო საქართველოს მოქალაქე. არ არსებობს მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, არ არსებობს მისი პირადი ნომერი. იმ მომენტში, როდესაც ქონება ფორმდებოდა სხვა პიროვნებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 1% წილის მფლობელი იყო, ამ ადამიანის გვარიც და მისი თანხმობაც უნდა ყოფილიყო დაფიქსირებული, მაგრამ იმ პერიოდში ეს ფაქტიც უგულებელყოფილი იქნა.

იგივე კურიოზული ვითარებაა მეორე აბანოსთან მიმართებაში, რომელიც ასევე შპს “ჭრელ აბანოს” აქვს 2007 წლის აუქციონზე ნაყიდი. იქ წილები ოჯახის სამ წევრზე, დედასა და ორ ვაჟზე იყო განაწილებული 50 და 25–25 %. ერთ–ერთი 25%–ის მფლობელი ვაჟი იმხანად ახალი გარდაცვლილი იყო. ამიტომ ჩუქების ხელშეკრულებაზე, ისე ეჩქარებოდათ, რომ ხელი მოაწერინეს აქვს მის ფაქტიურ მეუღლეს, რომელთანაც სამოქალაქო ქორწინებაში არ იმყოფებოდა, შესაბამისად, არ წარმოადგენდა მის ოფიციალურ პირველი რიგის მემკვიდრეს.

– დღეს აბანოებთან დაკავშირებით კიდევ ერთი საკითხი არის გააქტუალურებულიაბანოებიაპროტესტებენჯორჯიან უოთერ ენ ფაუერისთვის” დაღვრილი წყლისანუ საკანალიზაციომომსახურებით სარგებლობისთვის დაწესებული გადასახადის მოცულობასსაქმესასამართლოშიათუმცა არავინ დაობსრომ დარიცხული გადასახადი კანონის შესაბამისადაადაანგარიშებულიაბანოები უბრალოდ შეღავათს ითხოვენამბობენ რომ მათი ძირითადიკლიენტურალარიანი აბანოთი მოსარგებლე სოციალურად დაუცველი მოსახლეობაამინდაგკითხოთმაშინროცა თქვენ მართავდითჭრელ აბანოს”, იხდიდით თუ არა მა გადასახადს დარას შეადგენდა ის და რამდენად აწვებოდა ბიზნესს ეს გადასახადი?

– მაშინ წყლის გადასახადს, მათ შორის დაღვრილი წყლის გადასახადს, ვიხდიდით მოსული ქვითრის მიხედვით თბილწყალკანალის ოფისში, ლაგუნა ვერეს მიმდებარედ რომ არის. რამდენი იყო ეს გადასახადი, ამის თქმა ნამდვილად გამიჭირდება, არ მახსოვს. ეს რომ მძიმე ტვირთი ყოფილიყო, ბუნებრივია, მემახსოვრებოდა. თან, მაშინ ყველაზე ძვირი ნომრის ფასი, ჩვენთან 35 ლარი იყო საათში. დღეს ისეთი ნომრების ფასი 150 ლარიდან იწყება. არ მგონია, რომ აბანოების ბიზნესს რაიმე გადასახადის გადახდა უჭირდეს. 3 ლარიან კონტინგენტსაც მინდა შევეხო. კი ბატონო, 90–იან წლებში, როცა არც დენი იყო და არც წყალი, თბილისის მოსახლეობა მართლაც დადიოდა გოგირდებში პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით და თუ სწორად მახსოვს, მაშინ საერთოს ფასი 1 ლარი იყო მხოლოდ. მას შემდეგ, რაც დედაქალაქში კომუნალური მდგომარეობა გამოსწორდა, ასეთი კონტიგენტის რიცხვი, ცხადია ძალიან შემცირდა. აბანოების ძირითად, თუ მთელ შემოსავალს არა, წარმოადგენს ძვირადღირებული ნომრების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი

 

Share