Home » ბიზნესი » კახა ხაზარაძე: 1-ელი თებერვლიდან ICR ჯგუფში შემავალი ყველა ბრენდი გაიხსნება

კახა ხაზარაძე: 1-ელი თებერვლიდან ICR ჯგუფში შემავალი ყველა ბრენდი გაიხსნება

ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ 1 თებერვლიდან, ჯგუფში შემავალი ყველა ბრენდი გაიხსნება.

მისი ინფორმაციით, ლოკაციას შეიცვლის ვაჟა-ფშაველას 13-ში მდებარე „ბატას“ მაღაზია. „ფართის მეპატრონემ ხელშეკრულება შეგვიჩერა და ახლა ისევ ვაჟაზე, ოღონდ სხვა ლოკაციაზე გადადის,“ – აცხადებს ხაზარაძე.

ICR ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპნიაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს.

ICR  ჯგუფი  წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს.

შეგახსენებთ,  საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სავაჭრო მოლები და ბაზრობები 1 თებერვალს იხსნება.

business-partner.ge

Share