Home » ახალი ამბები » კახა კალაძის ინიციატივის საპასუხოდ წერეთლის N93-ში ავტოფარეხების დემონტაჟი დაიწყო
კახა კალაძის ინიციატივის საპასუხოდ წერეთლის N93-ში ავტოფარეხების დემონტაჟი დაიწყო

კახა კალაძის ინიციატივის საპასუხოდ წერეთლის N93-ში ავტოფარეხების დემონტაჟი დაიწყო

დედაქალაქის მერიის ინიციატივას ავტოფარეხების ადგილზე სკვერების მოწყობის შესახებ წერეთლის N93-ში მცხოვრებლები გამოეხმაურნენ.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს მესაკუთრეთა სურვილით ხუთი ავტოფარეხის დემონტაჟი დაიწყო და წერეთლის 93 ნომერს მალე ახალი, გამწვანებული სკვერი ექნება.

„მოსახლეობის და რაც მთავარია, მესაკუთრეთა სურვილით, ხუთი ავტოფარეხის დემონტაჟი დაიწყო”, – აცხადებენ მერიაში.

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მოსახლეობას ძველი ავტოფარეხების ადგილზე მწვანე სივრცეების მოწყობა გუშინ შესთავაზა.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელება მხოლოდ მოსახლეობის სურვილის შემთხვევაში დაიწყება.

Share