Home » საზოგადოება » კახა კალაძე: წლის ბოლოსთვის დედაქალაქში არცერთი ყვითელი ავტობუსი არ იმოძრავებს

კახა კალაძე: წლის ბოლოსთვის დედაქალაქში არცერთი ყვითელი ავტობუსი არ იმოძრავებს

წლის ბოლოსთვის დედაქალაქში არცერთი ყვითელი ავტობუსი არ იმოძრავებს, ეს ეხება როგორც ავტობუსებს, ისე მიკროავტობუსებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„სატრანსპორტო პოლიტიკაში მართლაც მნიშვნელოვანი რეფორმები წამოვიწყეთ, თავისი ავტობუსების განახლებით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობით. შეიძლება ყველა ქუჩაზე, არსებული კრიზისიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ყველგან ვერ მოვახერხეთ, თუმცა რაც შეეხება საავტობუსე ზოლების გაჩენას, დახაზვით სამუშაოებს, მაქსიმალურად ვცდილობთ ეს ყველაფერი გავაკეთოთ, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, რომელზეც არის ძალიან დიდი ყურადღება გამახვილებული, თავისუფლად შეძლოს გადაადგილება.

ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი და უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ ყველაზე კომფორტული და მოწესრიგებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

Share