Home » საზოგადოება » კახა კალაძე – თუ დამატებით სესხის აღების აუცილებლობა იქნება, ევროპას მივმართავთ

კახა კალაძე – თუ დამატებით სესხის აღების აუცილებლობა იქნება, ევროპას მივმართავთ

რამდენიმე ხნის წინ ამბობდით, რად გინდათ ამდენ სესხს, რომ იღებთ, არ გვჭირდება ამ თანხის სესხად აღება და დღეს სხვანაირად ატრიალებთ თემას, როგორ არ გჭირდებათ აუცილებლად უნდა აიღოთო – ორმაგი სტანდარტი არაფერში არ ვარგა, – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ევროკავშირის მაკროფინანსურ სესხთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, თუ იმის აუცილებლობა იქნება, რომ 70 მილიონის სესხი აიღონ, ამისთვის აუცილებლად მიმართავენ ევროპას.

„რამდენიმე ხნის წინ ტელევიზიას და კონკრეტული პოლიტიკოსებს ამბავი გქონდათ ატეხილი, რომ რად უნდა სახელმწიფო და მთავრობა ამდენ სესხს რომ იღებს, გახსოვთ ეს?

მაშინ ამბობდით რად გინდათ ამდენ სესხს, რომ იღებთ, არ გვჭირდება ამ თანხის სესხად აღება და დღეს სხვანაირად ატრიალებთ თემას, როგორ არ გჭირდებათ აუცილებლად უნდა აიღოთო. ორმაგი სტანდარტი არ ვარგა არაფერში.

თუ ამის აუცილებლობა იქნა, დამატებით სესხის აღება, აუცილებლად მივმართავთ ევროპას. ეს ურთიერთობები გუშინ არ დაწყებულა.

ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობები და ვაფასებ ამ ურთიერთობას და ვაფასებ იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც მათი მხარდაჭერით შევძელით. შესაბამისად, როდესაც იქნება იმის აუცილებლობა, რომ ავიღოთ 70 მილიონის სესხი, აუცილებლად მივმართავთ მათ” , – განაცხადა კალაძემ.

Share