Home » ეკონომიკა » კახა კალაძე: ხუდონჰესი აშენდება
კახა კალაძე: ხუდონჰესი აშენდება

კახა კალაძე: ხუდონჰესი აშენდება

ხუდონჰესი აშენდება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა. მინისტრი გამოეხმაურა „ტრანს ელექტრიკას“ ტექნიკური დირექტორის დავით მირცხულავას ინტერვიუს, რომელმაც აღნიშნა, რომ პროექტი ვერ განხორციელდება.

”მიმდინარეობს მოლაპარაკებები და როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ყველაფერი გახდება ცნობილი. აშენებით აშენდება, რადგან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, როგორც ენერგეტიკულ, ისე ეკონომიკურ ჭრილში, რადგან ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება ხელს უწყობს როგორც ქვეყნის განვითარებას, ისე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. შესაბამისად, ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელებას ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით”, – განაცხადა კალაძემ.

Share