Home » საზოგადოება » კახა ცხადაძე ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთელის პოსტს ტოვებს
კახა ცხადაძე ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთელის პოსტს ტოვებს

კახა ცხადაძე ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთელის პოსტს ტოვებს

რამდენიმე წუთის წინ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე კახა ცხადაძეზე ისაუბრა.

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ჩემი მოსვლის შემდეგ ქართულ ფეხბურთში არავინ არ ჩარეულა და ყველა გადაწყვეტილება ჩემს მიერ იქნა მიღებული, ეს ასე იქნება მომავალშიც.

მე ყველაფერს ვაკეთებდი და მინდოდა, რომ ცხადაძე ნაკრების მწვრთნელი ყოფილიყო და ერთმანეთს გვერდში დავდგომოდით. ამას თავად კახაც დაგიდასტურებთ.

ცხადაძე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს. უახლოეს მომავალში ამაზე სპეციალურ აღმასკომს მოვიწვევ” – აცხადებს კობიაშვილი.

Share