Home » საზოგადოება » ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” სპეციალური განცხადება
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” სპეციალური განცხადება

ჯივიპის გადაწყვეტილებით სემეკის მიერ ახალი რეგულაციების შემუშავებამდე, ბინათმესაკუთრეები, რომლებიც ბინებს დღიურად აქირავებენ,  წყლის საფასურს საყოფაცხოვრებო ტარიფით გადაიხდიან.

საქართველოს მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 13 დეკემბრის საჯარო სხდომის გადაწყვეტილებით დაწყებულია მუშაობა  რეგულაციებზე, რომელიც გულისხმობს  ახალი მიდგომების შემუშავებას იმ მომხმარებლების მიმართ, რომლებიც საკუთარებაში არსებულ  სახლებს ან ბინებს  დღიურად აქირავებენ AirBnB-ს,  Booking.com-ის ან სხვა მსგავსი ონლაინ პლატფორმების   საშუალებით.

აღნიშნული საკითხის გათვალისწინებით  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სემეკის  ახალი რეგულაციების შემუშავებამდე ამ ტიპის მომხმარებლებს არ დაერიცხებათ გადასახადი არასაყოფაცხოვრებო ტარიფით.  ახალი რეგულაციების ოფიციალურად ძალაში შესვლამდე მათ კომპანია  საყოფაცხოვრებო ტარიფს დაარიცხავს.

Share