Home » ბიზნესი » “ჯორჯიან ეარვეისი” “ტავ ურბან ჯორჯიას” პასუხობს
“ჯორჯიან ეარვეისი” “ტავ ურბან ჯორჯიას” პასუხობს

“ჯორჯიან ეარვეისი” “ტავ ურბან ჯორჯიას” პასუხობს

“ტავ ურბან ჯორჯია“ მინიმალური სერვისის შეთავაზების ხარჯზე მაქსიმალური მოგების მიღებაზეა ორიენტირებული

გვსურს გამოვეხმაუროთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანიის, „ტავ ურბან ჯორჯიას“ კომენტარს ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“-ს დამფუძნებლის, თამაზ გაიაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.

უპირველეს ყოვლისა მოგახსენებთ რომ „ტავ ურბან ჯორჯიას“ ცინიკური განცხადება უსაფუძვლოა და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

* ბოლო ხუთი წლის განმავლობაში „ტავ ურბან ჯორჯიას“ მხოლოდ იმაში, რომ მგზავრი მიდის ტერმინალიდან თვითმფრინავამდე, გადავუხადეთ 43 მილიონ ლარზე მეტი (43 408 817 ლარი). ეს მაშინ, როდესაც ჩვენს მგზავრებს თავად ვუწევთ ყველანაირ სახმელეთო მომსახურებას.

* ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია რომ „ტავ ჯორჯიასთვის“ ერთ მგზავრზე გადახდილი თანხა 16$ ვერანაირად ვერ იქნება. მაგალითისათვის, მხოლოდ 2017 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გადავიყვანეთ 182 506 მგზავრი და “ტავ ჯორჯიას” გადავუხადეთ ჯამში 15 მილიონ ლარზე მეტი (15 788 336 ლარი).

საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ საზოგადოებას მივაწოდოთ დამამტკიცებელი დოკუმენტაციაც.

“ტავ ურბან ჯორჯია“ მინიმალური სერვისის შეთავაზების ხარჯზე მაქსიმალური მოგების მიღებაზეა ორიენტირებული, რის ნათელ მაგალითსაც ახალი ტერმინალიც წარმოადგენს, რომელიც ძველთან შედარებით გაცილებით პატარა ზომისა და შეუსაბამო ფორმისაა, მაშინ როდესაც აეროპორტი ქვეყნის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს და ტურისტის გაცნობაც ქვეყანასთან აქედან იწყება.

კიდევ ერთხელ გთხოვთ და მოგიწოდებთ, თუ თვლით რომ საქართველოში აუცილებელია ეროვნული ავიაკომპანიის არსებობა და თუ ფიქრობთ რომ „ტავ ურბან ჯორჯია“ ვერ უნდა გვიშლიდეს ხელს ავიაბილეთების გაიაფებაში, დაგვიდექით გვერდში და #დაიცავიქართული – https://bit.ly/2wWbGxG

Share