Home » მსოფლიო » ჯორჯ სოროსი: “ჩვენ ვიმეორებთ 2008 წლის მსგავს კრიზისს”
ჯორჯ სოროსი: "ჩვენ ვიმეორებთ 2008 წლის მსგავს კრიზისს"

ჯორჯ სოროსი: “ჩვენ ვიმეორებთ 2008 წლის მსგავს კრიზისს”

“მსოფლიო დაუპირისპირდა პრობლემას, რომელსაც არ იცის როგორ გაუმკლავდეს”

“ჩვენ ვიმეორებთ 2008 წლის მსგავს კრიზისს”, – ამის შესახებ ცნობილმა ბიზნესმენმა და მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა განაცხადა, დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე.

კრიზისის გამომწვევი ფაქტორი ამჯერად განსხვავებული მიზეზისაგან გამომდინარეობს.

2008 წელს ამერიკაში იპოთეკური კრიზისი იყო. ამჯერად ჩინეთს გააჩნია დეფლაციური პრობლემები რაც დანარჩენ მსოფლიოზეც ვრცელდება.

“პრობლემა სერიოზულია და ჩინეთში ეს გრძელდება დიდი ხანია, რადგან საჭიროა ცვლილება მოახდინონ ეკონომიკური ზრდის მოდელზე, რომელიც ძირითად ყურადღებას გაამახვილებს საშინაო ეკონომიკურ პოლიტიკაზე. ასე რომ მძიმე პერიოდი გარდაუვალია“ – ამბობს ჯორჯ სოროსი.

ჩინეთის პრობლემა გადაეცემა მთელ მსოფლიოს და ახდენს გავლენას მასზე. სოროსის აზრით ჩინეთს შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება, რადგან მათ გააჩნიათ 3 ტრილიონი სავალუტო რეზერვი.

„ეს არის დეფლაციის ერთ-ერთი წყარო“ –  აღნიშნავს სოროსი.

ჯორჯ სოროსი მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე სამ ძირითად მოქმედ ფაქტორს ასახელებს.

„გამოკვეთილია ძირითადი სამი მიზეზი. ერთ-ერთი არის ჩინეთის პრობლემა, მეორე საწვავის და ნედლეულის ფასები, მესამე კი კონკურენტული დევალვაცია,” – აღნიშნავს სოროსი.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ 80 წელი გავიდა მას შემდეგ რაც მსოფლიო ბოლოს დადგა დეფლაციური პრობლემების წინაშე და მსოფლიომ არ იცის თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს მას.

Share