Home » საზოგადოება » jonson&Jonson-ის 11 მილიონი ვაქცინა უკვე სამხრეთ აფრიკამ იყიდა, უნდა აღიაროთ სახალხოდ, რომ არაფრისმაქნისები ხართ – ხაზარაძე ხელისუფლებას

jonson&Jonson-ის 11 მილიონი ვაქცინა უკვე სამხრეთ აფრიკამ იყიდა, უნდა აღიაროთ სახალხოდ, რომ არაფრისმაქნისები ხართ – ხაზარაძე ხელისუფლებას

ოცნება! როდემდე უნდა გააგრძელოთ ქვეყნის უკუსვლა? , – ამის შესახებ “ლელოს” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ხაზარაძე წერს, ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა.

“Jonson&Jonson ის 11 მილიონი ვაქცინა უკვე სამხრეთ აფრიკამ იყიდა, ვაქცინა რომელიც ორი დღის წინ დაარეგისტრირა ამერიკის FDA- მ. უნდა აღიაროთ სახალხოდ, რომ არაფრის მაქნისები ხართ ჩვენდა სამწუხაროდ.

ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა!

ქვეყანას სჭირდება ახალი არჩევნები!

ქვეყანას სჭირდება პროფესიონალი მენეჯმენტი!

დროის გაწელვის სხვა ყველა მცდელობა უფსკრულისკენ მიგვაქანებს”, – წერს ხაზარაძე.

Share