Home » მსოფლიო » “ჯოინთი აცრისთვის” – აშშ-ში ვაქცინირებულებს მარიხუანას დაურიგებენ

“ჯოინთი აცრისთვის” – აშშ-ში ვაქცინირებულებს მარიხუანას დაურიგებენ

ვაქცინაციის პროცესის შეფერხების გამო, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კოვიდვაქცინით აცრის შემდეგ, მსურველებს მარიხუანას ე.წ. “ჯოინთი” უფასოდ გადაეცემათ.

7 ივნისს, სახელმწიფოს კანაფის საბჭომ განაცხადა, რომ ისინი დროებით აძლევენ საცალო მოვაჭრეებს უფლებას, მიიღონ მონაწილეობა აქციაში “ჯოინთი ვაქცინისთვის”, სადაც ზრდასრული ადამიანები აცრის შემდეგ დამატებით ერთ “ჯოინთს” მიიღებენ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს არ არის პირველი წამახალისებელი აქცია ვაქცინაციისთვის – ოჰაიოს შტატში 1 მილიონი დოლარის გათამაშება Vax-a-Million lottery სახელმწიფომ სწორედ ვაქცინაციის წახალისების მიზნით დააწესა.

წყარო: mtavari.tv

Share