Home » საზოგადოება » ჯო ბაიდენის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში – შეშფოთებულები ვართ ნიკა მელიას დაპატიმრებით, მხარეებს მოვუწოდებთ, მოლაპარაკებებს დაუბრუნდნენ

ჯო ბაიდენის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში – შეშფოთებულები ვართ ნიკა მელიას დაპატიმრებით, მხარეებს მოვუწოდებთ, მოლაპარაკებებს დაუბრუნდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მხარეებს მოუწოდებს, დიალოგის რეჟიმს დაუბრუნდნენ.

„შეშფოთებულები ვართ საქართველოში ნიკა მელიას დაპატიმრებით. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, ქართული დემოკრატიის მხარდასაჭერად თავიდან აიცილონ ესკალაცია და მოლაპარაკებებს დაუბრუნდნენ“, – წერს ჯეიკ სალივანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

Share