Home » მსოფლიო » ჯო ბაიდენი – თუ ვაქცინების ჭარბი რაოდენობა გვექნება, დანარჩენ მსოფლიოს გავუზიარებთ

ჯო ბაიდენი – თუ ვაქცინების ჭარბი რაოდენობა გვექნება, დანარჩენ მსოფლიოს გავუზიარებთ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ვაქცინების ჭარბ რაოდენობას სხვა ქვეყნებს გაუზიარებს.

„თუ ვაქცინების ჭარბი რაოდენობა გვექნება, დანარჩენ მსოფლიოს გავუზიარებთ,“ – აღნიშნა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

მისი თქმით, პანდემიას ღობის ან კედლის აშენებით ვერ შეაჩერებ და მნიშვნელოვანია, რომ მისგან მთელი მსოფლიო დაცული იყოს.

„ეს არ არის ის, რაც შეიძლება ღობით შეაჩერო, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მაღალ ღობეს ან კედელს აშენებთ. ასე რომ, უსაფრთხოდ ვერ ვიქნებით, სანამ მთელი სამყარო არ იქნება უსაფრთხოდ. ასე რომ, ამერიკელებზე ზრუნვის შემდეგ შევეცდებით, დანარჩენ მსოფლიოს დავეხმაროთ,“ – განაცხადა ბაიდენმა.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მიმდინარე წლის მაისის ბოლოსთვის ვაქცინა ყველა ზრდასრულ ამერიკელს ექნება გაკეთებული.

Share