Home » მსოფლიო » ჯო ბაიდენი მდიდრებს მოუწოდებს გადაიხადონ “სამართლიანი წილი”

ჯო ბაიდენი მდიდრებს მოუწოდებს გადაიხადონ “სამართლიანი წილი”

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოქალაქეებისადმი მიმართვისას აღნიშნა, რომ ყველაზე მდიდარი ამერიკელები მილიარდობით დოლარს არ იხდიან და მოუწოდა მათ გადაიხადონ “სამართლიანი წილი”, მსგავსად საშუალო ფენისა. ამის შესახებ “რია ნოვოსტი” წერს.

მისივე თქმით, მარეგულირებლებს არ აქვთ კონკრეტული მონაცემები მდიდრების შემოსავლის შესახებ, რის გამოც მათ არ შეუძლიათ დანამდვილებით თქვან, არიდებენ თუ არა გადასახადებს თავს მდიდრები.

“არავის დასჯას არ ვაპირებ, მე კაპიტალისტი ვარ. თუ შეგიძლია მილიონი ან მილიარდი დოლარი გამოიმუშაო, ღმერთმა დაგლოცოთ. მე მხოლოდ ვითხოვ: გადაიხადოთ თქვენი “სამართლიანი წილი”, როგორც ამას აკეთებს საშუალო ფენის ხალხი”, – თქვა ბაიდენმა.

ადრე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის დემოკრატები მხარს უჭერდნენ კორპორატიული გადასახადის მაქსიმალური განაკვეთის, 26.5 პროცენტამდე გაზრდას.

პოლიტიკოსები ასევე განაგრძობენ კრიპტოვალუტასა და თამბაქოზე გადასახადების დაწესებას, რათა დაეხმარონ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის $3.5 ტრილიონი დოლარის ეკონომიკური აღდგენის გეგმის დაფინანსების ხარჯების მობილიზებაში.

სანდრო პირველი

Share