Home » მსოფლიო » ჯო ბაიდენი: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის განხორციელების შეჩერება შეუძლებელი იყო

ჯო ბაიდენი: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის განხორციელების შეჩერება შეუძლებელი იყო

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა 99%-ით არის დასრულებული და მისი განხორციელების შეჩერება შეუძლებელი იყო.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ 99%-ით არის დასრულებული. მოსაზრება, რომ შეიძლებოდა რამის თქმა ან გაკეთება მისი შეჩერების მიზნით, შეუძლებელია. მე ძალიან ნაყოფიერი დისკუსია მქონდა ანგელა მერკელთან. გერმანიის მთავრობა ვალდებულებების საკითხზე მუშაობს, რაც იმას ითვალისწინებს, რომ თუ რუსეთი უკრაინას და სხვა ქვეყნებს ზიანს მიაყენებს, გერმანიის ხელისუფლება ამას უპასუხებს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების თანახმად, გერმანიამ ვალდებულება აიღო, ზომები მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ენერგომატარებლის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდება ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას ჩაიდენს. აღნიშნული მოიცავს გერმანიის მიერ ზომების გატარებას როგორც ეროვნულ, ასევე ევროკავშირის დონეზე, მათ შორის სანქციების დაწესებას.

8 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის დასრულება მომხდარი ფაქტია.

20 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორისა (Nord Stream 2 AG) და მისი აღმასრულებელი დირექტორისთვის, მატიას ვარნიგისთვის სანქციების გაუქმება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს პასუხობს.

„რესპუბლიკელი“ სენატორები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების აღდგენას ითხოვენ.

წყარო: imedinews.ge

Share