Home » მსოფლიო » ჯო ბაიდენი: აშშ-ში მინიმალური ხელფასი საათში 15 დოლარამდე გაიზრდება

ჯო ბაიდენი: აშშ-ში მინიმალური ხელფასი საათში 15 დოლარამდე გაიზრდება

აშშ-ს მინიმალური ხელფასი საათში 15 დოლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ Twitter-ზე განაცხადა აშშ-ს დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა, რომელსაც ამერიკული მედია პრეზიდენტობის არჩევნებში გამარჯვებულს უწოდებს.

როგორც კი ქვეყანა დაიწყებს კორონავირუსის კრიზისიდან გამოსვლას, მისი თქმით, საათობრივი ხელფასები გაიზრდება.

“ჩვენ ამას გავაკეთებთ, 15 დოლარიანი მინიმალური ხელფასით დავიწყებთ, უკეთესი შეღავათებით და უფრო ძლიერი კოლექტიური შეთანხმებებით, რაც საშუალებას მოგცემთ, შეინარჩუნოთ თქვენი ოჯახები”, – წერს ბაიდენი.

მან აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ამერიკული საშუალო კლასის დაბრუნებას და უკეთესს გახდის მას, ვიდრე ოდესმე.

მინიმალური ხელფასი, რომელიც აშშ-ის შრომის დეპარტამენტმა დაადგინა, ახლა 7,25 აშშ დოლარია. ამავე დროს, ბევრ შტატში გაცილებით მაღალია მინიმალური ხელფასი. ვაშინგტონის შტატში, ქვედა ზღვარი განისაზღვრება 13.5 აშშ დოლარით საათში, მასაჩუსეტში – 12.75 აშშ დოლარით საათში. ამერიკის სხვა რიგ შტატებში – მეინი, კონექტიკუტი, კოლორადო, არიზონა, კალიფორნია, ორეგონი – მინიმალური ხელფასი საათში 12 აშშ დოლარია.

ipress.ge

Share