Home » საზოგადოება »  „ჯიპიაი ჰოლდინგი“ კიბოს რისკების შესახებ ცნობადობის ამაღლების კამპანიას იწყებს

 „ჯიპიაი ჰოლდინგი“ კიბოს რისკების შესახებ ცნობადობის ამაღლების კამპანიას იწყებს

2019-2021 წლებში კომპანიამ კიბოს რისკისგან დაზღვევის პროგრამის ფარგლებში  1, 500 000 ლარამდე კომპენსაცია გასცა.

„ჯიპიაი ჰოლდინგი“   მკერდის კიბოს შესახებ  ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო კამპანიას „ვარდისფერი ოქტომბერი“ უერთდება . კომპანია ოქტომბრის თვეში სხვადასხვა ატივობებს გეგმავს, რომლის მიზანია საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ავთვისებიანი სიმსივნის ადრეული დიაგნოსტირების, თანამედროვე მკურნალობის მეთოდებისა და თანმდეც ფინანსურ რისკებთან გამკლავების შესახებ.

კამპანიის ფარგლებში ჯიპიაი კიბოს რისკისგან დაზღვევის პროგრამის – ონკოქეარის –  მეოთხე წელს აჯამებს. 2018 წლიდან დღემდე კომპანიამ პაკეტი ონკოქეარით დაზღვეულებს  კომპენსაციის სახით მილიონ ნახევარ ლარამდე თანხა ჩაურიცხა . ბოლო სამი წლის განმავლობაში სოლიდური თანხა ანაზღაურების სახით 17-მა ონკოპაციენტმა მიიღო.

თინათინ სტამბოლიშვილი, კომუნიკაციების დირექტორი :“ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ კამპანიით ხალხმა გააცნობიეროს, რომ დღევანდელ რეალობაში  ადრეული დიაგნოსტიკითა და სწორი მკურნალობით ამ დაავადების დამარცხება შესაძლებელია. განსაკუთრებით დიდია განკურნების შანსი  მკერდის სიმსივნესთან ბრძოლის დროს. თუმცა მკურნალობის პროცესში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გქონდეს საკმარისი ფინანსები. სწორედ ეს არის ონკოქეარი, შანსი რომ დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში ფინანსური რისკებისაგან დაცული იყო. ამასთან დღეს ონკოქეარის დახმარებით დაზღვეულებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ საერთაშორისო კონსილიუმის სერვისით და თავიანთი დიაგნოზი საზღვარგარეთ, მსოფლიოს წამყვან კლინიკებში გადააგზავნონ გადასამოწმებლად. „

კომპანიაში აცხადებენ, რომ  ბოლო ერთო წლის განმავლობაში პოლისით გათვალისწინებული  მაქსიმალური თანხა  150 000 ლარი ონკოქეარით დაზღვეულმა 4-მა ადამიანმა მიიღო.

პოლისი ონკოქეარი  ავთვისებიან სიმსივნურ დაავადებებს აზღვევს და ანაზღაურების სრულიად განსხვავებულ სისტემას გვთავაზობს – ჯანმრთელობის დაზღვევისგან განსხვავებით, თანხა კომპენსაციის სახით გაიცემა, ხოლო დაზღვეული მას თავისი სურვილისამებრ განკარგავს. თანხის გაცემა არ არის მიბმული სამკურნალო დაწესებულებასთან ან მკურნალობასთან, მხოლოდ დიაგნოზია საკმარისი, რომ კომპენსაცია გაიცეს. ეს თავისუფლებას აძლევს პაციენტს, დაფაროს საზღვარგარეთ ან ადგილზე კიბოს დიაგნოსტიკისა ან მკურნალობის ძვირადღირებული ხარჯები.

თინათინ სტამბოლიშვილი, კომუნიკაციების დირექტორი :“ ჩვენი დაკვირვებით, პაციენტების უმრავლესობისთვის აქტუალურია, სრულად იყოს დარმწუნებული მკურნალობის სქემის სიზუსტეში და ხშირად მიმართავენ საზღვარგარეთ კლინიკებს ან სპეციალიტებს, რომ ან მკურნალობის გეგმა გადამოწმდეს, ან დიაგნოზი. სწორედ ამიტომ, გასულ წელს ონკოქეარს დაემატა უფასო სერვისი „ჯიპიაი ჰოლდინგისგან“ – ე.წ. საერთაშორისო კონსილიუმის სერვისი, რომელიც საშუალებას აძლევს პაციენტს, გადამოწმოს დიაგნოზი ან მკურნალობის სქემა მსოფლიოს წამყვან კლინიკებში და სპეციალისტებთან ისე, რომ არ მოუწიოს მოგზაურობაში თანხის გადახდა. მომსახურების გაწევა სრულიად დისტანციურად, ტელემედიცინის საშუალებით ხდება, ადგილობრივი მკურნალი ექიმის ჩართულობით, რომ შემდეგ განახლებული სქემის ეფექტიანად განხორციელდეს. ვფიქრობთ, ეს სოლიდური გაუმჯობესებაა და კიდევ უფრო მეტ დაცულობას შესძენს ონკოქეარით დაზღვეულებს.„

პოლისის ღირებულება უაღრესად ხელმისაწვდომია – განსაკუთებით, დაბალ ასაკობრივ ჭრილში: მაგალითად, 0-24 წლამდე ასაკის პირებისთვის 150,000₾-იანი პოლისის ღირებულება თვეში მხოლოდ 5 ₾-ს შეადგენს.

ონკოქეარით  სარგებლობა შეუძლია 65 წლამდე ასაკის ნებისმიერ პირს – აღსანიშნავია, რომ თუ დაზღვეულს  18 წლამდე შვილები ჰყავს, ისინი ავტომატურად ერთვებიან დაზღვევაში დამატებითი პრემიის გადახდის გარეშე.

დაზღვევის გასაფორმებლად არ არის საჭირო წინასწარი გამოკვლევების ჩატარება – პოლისის გამოწერა განაცხადის საფუძველზე უმარტივესი პროცედურით ხორციელდება. პოლისს ერთადერთი გამონაკლისი აქვს – დაზღვევამდე არსებული ონკოლოგიური დაავადება.

ჯიპიაის კიბოს რისკისგან დაზღვევის პროგრამა სრულად არის მორგებული საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს და ის სპეციალურად საქართველოსთვის „ჯიპიაი ჰოლდინგისა“ და მსოფლიოს წამყვანი გადამზღვევი, შვეიცარული კომპანია Swiss Re-ს მიერ არის შემუშავებული.

პოლისის შესაძენად ეწვიეთ ბმულს: MyGPI.ge
Share