Home » ახალი ამბები » „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ეკოისტების მოძრაობას აყალიბებს
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ეკოისტების მოძრაობას აყალიბებს

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ეკოისტების მოძრაობას აყალიბებს

განახლებული აპლიკაციით MyGPI – ფულის გამომუშავება დაზღვევით და ჯანსაღი ცხოვრებითაა შესაძლებელი

26 ივნისს, 11 საათზე ჯიპიაი ჰოლდინგი პრესკონფერენციას გამართავს და ეკოისტებს წარადგენს. ეკოისტების მოძრაობა მასშტაბური ლოიალობის პროგრამის ნაწილია. პრესკონფერენციაზე ეკოისტების მოძრაობა მიმდინარე მოვლენებსაც გამოეხმაურება.

პრეს-კონფერენციას წარუძღვებიან: თინათინ სტამბოლიშვილი – „ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორი; მელი ბაღდავაძე – კრეატიული სააგენტო „ლივინგსტონის“ აღმასრულებელი პროდიუსერი;დათა ქაჯაია – ავტომრბოლელი; გიგა მაქარაშვილი – სამოქალაქო აქტივისტი;  გამეზა – მხატვარ-მონუმენტალისტი, სთრით-არტისტი; სალომე კასრაძე – ვლოგერი.

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზ. N118, რესტორანი ტერასა

საკონტაქტო პირი: ნათიკა ბერძული 577 55 11 25

Share