Home » მსოფლიო » ჯეფ ბეზოსმა ყველაზე მდიდარი ბიზნესმენის წოდება დაიბრუნა

ჯეფ ბეზოსმა ყველაზე მდიდარი ბიზნესმენის წოდება დაიბრუნა

Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ბიზნესმენების რეიტინგში პირველ ადგილზე დაბრუნდა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ბეზოსის ქონება 191 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მეორე ადგილზე მყოფ SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებლის, ილონ მასკის კაპიტალზე 955 მილიონი დოლარით მეტია.

ბოლო 3 წლის განმავლობაში ბეზოსი ამ რეიტინგის უცვლელი ლიდერი იყო – 2021 წლის 7 იანვრამდე, როცა პირველობა მასკს დაუთმო.

თვის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ბეზოსი Amazon-ის ხელმძღვანელის თანამდებობას დატოვებს და მუშაობას დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარის პოსტზე გააგრძელებს.

Share