Home » ბიზნესი » ჯეოსელი და ბილაინი 30 000 ლარით დაჯარიმდნენ
ჯეოსელი და ბილაინი 30 000 ლარით დაჯარიმდნენ

ჯეოსელი და ბილაინი 30 000 ლარით დაჯარიმდნენ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს “მაგთიკომი” ბოლო მომხმარებელთან (აბონენტებთან) სათანადოდ გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების არარსებობის გამო წერილობით გააფრთხილა, ხოლო შპს “მობიტელი” ( ბილაინი ) და შპს “ჯეოსელი” 30 000 ლარით დააჯარიმა.

კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ იქნა მობილურის საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების, მათ შორის შპს “მაგთიკომის”, შპს “ჯეოსელის” და შპს “მობიტელის” ე.წ. “დილერებისგან” სააბონენტო სიმ-ბარათების საკონტროლო შესყიდვები. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ “მაგთიკომის”, “ჯეოსელის” და “მობიტელის” მხრიდან ადგილი ჰქონდა წერილობით დადებული ხელშეკრულების გარეშე მომხმარებლისთვის მობილური სატელეფონო მომსახურების მიწოდებას.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ აბონენტს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდოს მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. იქიდან გამომდინარე, რომ შპს “მაგთიკომის” მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ანალოგიური დარღვევისთვის, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომპანიას სანქციის სახით წერილობითი გაფრთხილება დაეკისრა. რაც შეეხება შპს “მობიტელს” და შპს “ჯეოსელს”, დენადი ხასიათის დარღვევის გამო, ამავე კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაეკისრათ ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით.

Share