Home » ახალი ამბები » ჯენერიკ მედიკამენტები ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში ფართოდ გამოიყენება

ჯენერიკ მედიკამენტები ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში ფართოდ გამოიყენება

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის აუცილებლოებაზე საუბრობს, რაც ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გაფათოების ხარჯზე უნდა მოხდეს. იმისთვის, რომ ეს განხორციელდეს აუცილებელია მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავება, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროში ინტენსიური მუშაობა უკვე დაწყებულია და რეალური შედეგები ცნობილი მალე გახდება.

ჯენერიკული მედიკამენტების მოხმარებასა და მის ეფექტურობაზე ინფექციონისტი მაიკო ჯანაშია განმარტავს:

ჯენერიკი ნებისმიერი წამლის აქტიური ნივთიერებაა. ერთი და იგივე წამალი სააფთიაქო ქსელში შესაძლოა  სხვადასხვა სავაჭრო სახელით გამოდიოდეს. მაგალითად, იბუპროფენი შეიძლება გამოდიოდეს როგორც ნუროფენი, იბუფენი, იბუჯესიკი და ასე შემდეგ, მაგრამ მათი აქტიური ნივთიერება არის ერთი და იგივე. სავაჭრო დასახელების ქვეშ მედიკამენტს ყოველთვის აწერია შემადგენლობაში ძირითადი აქტიური ნივთიერება. ეს ეხება ნებისმიერ წამალს, იქნება ეს ანტიბიოტიკი თუ სხვა. მნიშვნელოვანია, რომ ჯენერიკი ბრენდულ მედიკამენტთან შედარებით, უფრო ეკონომიური და იაფია, ხოლო ხარისხი ნამდვილად არ არის დაბალი. უბრალოდ, სწორად უნდა იყოს განსაზღვრული დოზა. ბრენდს მივიღებთ, თუ ჯენერიკს მკურნალობის ეფექტი მასზე დამოკიდებული  არ არის.“

ინფექციონისტი არასწორად მიიჩნევს, როდესაც მომხმარებელი წამალზე უარს ამბობს და მის დაბალ ხარისხზე მიანიშნებს, მწარმოებელი ქვეყნის გათვალისწინებით.

„მედიკამენტის ეჭვქვეშ დაყენება არ არის სწორი და მიზანშეწონილი მისი მწარმოებელი ქვეყნის მიხედვით. წამლებს უამრავი შემოწმება და კონტროლი უტარდებათ. წამალი ცუდია ან კარგია ესე არ ფასდება. შეიძლება, რომელიმე ჯენერიკმა ან ბრენდმა ერთი ადამიანის ორგანიზმზე კარგად იმოქმედოს და შედეგი კარგი იყოს, ხოლო მეორე შემთხვევაში – არა. ამას კვლევები სჭირდება, რომ დადგინდეს. ჯენერიკი ფასის თვალსაზრისით, ძალიან ხელსაყრელია და თუ ექიმის არჩევანი შეჩერდება ჯენერიკზე, ამის საწინააღმდეგო არაფერი უნდა გვქონდეს.“

ექიმი საკუთარ  პრაქტიკაში აქტიურად იყენებს ჯენერიკებს, მან ზუსტად იცის, რომ ის  შედეგიანი და ხარისხიანია.

„ჩემი პაციენტები ნამდვილად არ აპროტესტებენ. ეს ექიმის მიმართ ნდობაზეც არის დამოკიდებული. ამასთან, პაციენტის ეკონომიური მდგომარეობიდან და წამლის ხარისხიდან გამომდინარე არის შემთხვევები, როდესაც ვირჩევთ სწორედ ჯენერიკებს. ჯენერიკები ფართოდ გამოყენება ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში“

– აღნიშნავს ექიმი.

 

 

Share