Home » ახალი ამბები » „ჯემფესტზე“ თავისუფლად ვრცელდებოდა ნარკოტიკები, რატომ არ იცოდნენ სამართალდამცავებმა ის, რაც მთელმა საზოგადოებამ იცოდა”
„ჯემფესტზე“ თავისუფლად ვრცელდებოდა ნარკოტიკები, რატომ არ იცოდნენ სამართალდამცავებმა ის, რაც მთელმა საზოგადოებამ იცოდა"

„ჯემფესტზე“ თავისუფლად ვრცელდებოდა ნარკოტიკები, რატომ არ იცოდნენ სამართალდამცავებმა ის, რაც მთელმა საზოგადოებამ იცოდა”

„ჯემფესტზე“ თავისუფლად ვრცელდებოდა ნარკოტიკები, რატომ არ იციან სამართალდამცავმა ორგანოებმა ის, რაც იცის მთელმა ადგილობრივმა საზოგადოებამ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ჯემფესტზე“ მომხდარი შემთხვევები ბოლომდე უნდა იყოს გამოძიებული.

„ჯემფესტზე მომხდარი შემზარავი შემთხვევები უნდა იყოს ბოლომდე გამოძიებული. მე არ ვლაპარაკობ აქ ფინანსურ გამოძიებაზე, რომელიც არის მეორადი, არამედ თუ რა ხდებოდა იქ. როდესაც მთელმა რეგიონმა, ზუგდიდმა და ადგილობრივებმა, ყველამ იცის, რომ თავისუფლად ვრცელდებოდა ნარკოტიკები და რატომ არ იციან სამართალდამცავმა ორგანოებმა ის, რაც იცის მთელმა ადგილობრივმა საზოგადოებამ. ეს არის ძალიან სერიოზული კითხვა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

 

Share