ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა.
„დღეს, ჯანმომ AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა. აღნიშნული გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა, ვაქცინა გამოყენებული იყოს გლობალურ მასშტაბში COVAX-ის მექანიზმის მეშვეობით“, – ნათქვამია ჯანმოს განცხადებაში.
10 თებერვალს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ყველა ასაკის ზრდასრულისთვის გამოყენების რეკომენდაციას იძლევა.
ორგანიზაციის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის სარგებელი ნებისმიერ რისკს აღემატება და მისი გამოყენება რეკომენდებულია მათ შორის 65 წელს ზემოთ პირებისათვის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ასევე აღნიშნეს, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამის შემთხვევაშიც შეიძლება.