Home » ახალი ამბები » „ ჯანდაცვის პროგრამების განვითარება საერთაშორისო სტანდარტებს მიგვაახლოებს“
„ ჯანდაცვის პროგრამების განვითარება საერთაშორისო სტანდარტებს მიგვაახლოებს“

„ ჯანდაცვის პროგრამების განვითარება საერთაშორისო სტანდარტებს მიგვაახლოებს“

ჯანდაცვის პირველადი რგოლის დაგეგმილი რეფორმა დადებითად შეაფასა კლინიკა „იუნონას“ თერაპევტმა და იმუნოლოგმა ნინო ჯანიაშვილმა. ექიმის თქმით, პირველადი რგოლის განვითარება, ჯანდაცვის კუთხით, მიგვაახლოებს იმ მაღალ სტანდარტებს, რომელიც ევროპაშია დანერგილი.

,,ჯანდაცვის პირველადი რგოლი საკმაოდ მაღალ დონეზე ფუნქციონირებს ყველა ქვეყანაში და საქართველოშიც თუ უფრო მეტად განვითარდება, კარგი იქნება. სტაციონარული მომსახურეობა საკმაოდ კარგ დონეზეა საყოველთაო ჯანდაცვიდან გამომდინარე და თუ პრევენციული მედიცინის როლი ამარლდება, ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ გააკეთილშობილებს სისტემას“

– მიაჩნია ჯანიაშვილს.

მან ასევე ისაუბრა რეფორმის ხარჯეფექტურობაზე და დასძინა, რომ სტაციონარული პაციენტების რიცხვის შემცირება დაზოგავს ხარჯებს.

,,როდესაც მაღალ დონეზეა პროფილაკტიკური მკურნალობა და პრევენცია, ეს, რა თქმა უნდა, სტაციონარული მომსახურების სიხშირეს შეამცირებს, რაც თავის მხრივ, გამოიწვევს ხარჯების შემცირებას. მოგეხსენებათ სტაციონარში მკურნალობა გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე ეს პირველად რგოლშია“

– აცხადებს ჯანიაშვილი.

ექიმმა მოკლედ ჩამოაყალიბა ის ქმედება, რომელიც, მისი აზრით, მნიშვნელოვანია პირველადი რგოლის რეფორმის წარმატებით განსახორციელებად.

,,რაც შეეხება კონკრეტულად იმ ქმედებებიდან, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ზემოთ აღნიშნული პროგრამის წარმატება, ერთ–ერთი და ყველლაზე მნიშვნელოვანი გახლავთ პირველადი რგოლის ექიმების  საკმაოდ მაღალ დონეზე დატრენინგება. მათ ძალიან დიდი მისია აკისრიათ, ამიტომ კვალიფიკაციაც შესაბამისი უნდა ჰქონდეთ. გარკვეული ტრენინგების ჩატარება ნამდვილად სასიკეთოდ იმოქმედებს“

– მიიჩნევს ჯანიაშვილი.

Share