Home » საზოგადოება » ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სირიის მოქალაქეებს თამბაქოს საფრთხეზე აფრთხილებს, ისინი კი ISIS-ის გაურბიან
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სირიის მოქალაქეებს თამბაქოს საფრთხეზე აფრთხილებს, ისინი კი ISIS-ის გაურბიან

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სირიის მოქალაქეებს თამბაქოს საფრთხეზე აფრთხილებს, ისინი კი ISIS-ის გაურბიან

გადასახადების გადამხდელების მიერ ფონდირებულმა სამედიცინო ხელმძღვანელებმა კამპანია წამოიწყეს, რომლითაც სირიელ მოქალაქეებს თამბაქოს მოხმარების საფრთხის შესახებ აფრთხილებენ, ამავდროულად კი ეს მოქალაქეები მომაკვდინებელი ისლამური სახელმწიფოდან გარბიან, სადაც მსოფლიოს ყველაზე სისხლიანი სამოქალაქო ომი მიმდინარეობს.

როგორც The Sun წერს, ამ კონფლიქტს დაახლოებით 280 000 ადამიანი ემსხვერპლა. ისინი მუდმივი შიშას (ჩილიმის მოსაწევი) ქვეშ ცხოვრობენ – ერთი მხრივ ბარბაროსული სექტა ემუქრება, მეორეს მხრივ კი რუსული ჭურვი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც ბრიტანელი გადამხდელებისგან წელიწადში 17 ბრიტანულ ფუნტს იღებს, აცხადებს, რომ ფილტვის კიბოს რეალურად დიდი ყურადღება უნდა მიექცეს.

გაეროს ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ ” ქვეყანაში არსებული კრიზისის მიუხედავად”, თამბაქოსა და შიშას მოხმარება “მწეველებისა და მათ გარშემო მყოფი ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის”.
ორგანიზაცია აგრეთვე მოუწოდებს, რომ კოლოფის შეფუთვა იყოს უბრალო, რათა “შემცირდეს შეფუთვის მიმზიდველობა”.

კრიტიკოსებმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია “უხეშ გულგრილობაში” დაადანაშაულეს. ისინი აღნიშნავენ, რომ ორგანიზაციამ პრიორიტეტები “არასწორად” გადაანაწილა.

ელიზაბეტ ჰოფი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი სირიაში აღნიშნავს, რომ “ბევრი ახალგაზრდა, მათ შორის ქალები და სკოლის მოსწავლეები სირიაში შიშას ეწევიან და სჯერათ, რომ ეს მოდურია და თამბაქოზე ნაკლებ ზიანს აყენებს ჯანმრთელობას”.

“სიმართლე კი ისაა, რომ შიშას მოწევა ჩვეულებრივი სიგარეტის მოწევაზე 20-ჯერ სახიფათოა. შიშას მომხმარებლებიც იგივე საფრთხეების წინაშე არიან, რასაც თამბაქოს მწეველები აწყდებიან, მაგალითად ყელის, ფილტვისა და კუჭის კიბო, რეპროდუქციული შესაძლებლობების დარღვევა და სხვა”.

სირიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მხარს უჭერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და აცხადებს, რომ “სირიელებს არ ეპატიებათ საკუთარი ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდება”.

ალექს ვაილდი, გადამხდელთა ალიანსის წარმომადგენელი აცხადებს, რომ “საოცარია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია სირიელ მოქალაქეებს თამბაქოს მოხმარების საფრთხეებზე ესაუბრება მაშინ, როდესაც ტერორისტული რეჟიმის შიშითა და დაბომბვების ქვეშ ცხოვრობენ.

“თუ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია შეინარჩუნებს მსგავს გულგრილ დამოკიდებულებასა და მფარველობით კამპანიებს გააგრძელებს, მაშინ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გადამხდელების უდიდეს თანხებს უნდა გადახედოს, რომელიც სწორედ ამ ხალხს გადაეცემა”.

ისლამურ სახელმწიფოში მოწევა არალეგალურია. ვისაც სიგარეტით დაიჭერენ, ადგილზე ჯარიმას უწერენ და გაშოლტვით და წამებით ემუქრებიან.

საიმონ კლარკი, მწეველთა დაჯგუფება Forest-ის დირექტორი აცხადებს, რომ “აღმაშფოთებელია, რამდენად დაკარგულია კავშირი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და ჩვეულებრივ ადამიანებს შორის.

როდესაც სირიელები თავიანთი სიცოცხლის გადარჩენისათვის გარბიან, ეს საშინელი, არ არჩეული პურიტანელები ფიქრობენ, რომ უკვე დროა უთხრან, რომ არ მოწიონ.

“ერთადერთი, ვინც აღნიშნული სიტუაციით ხელს მოითბობს, ეს ფანატიკოსი ანტი-მწეველი ექსტრემისტები იქნებიან, ISIS-ის წევრები, რომელთა ბარბაროსული მიდგომები მწეველთა მიმართ ბნელ შუასაუკუნეებს მოგვაგონებს”.

დრიუ ჯონსონი, გადასახადების გადამხდელების დაცვის ალიანსის წარმომადგენელი აცხადებს, რომ “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დღის წესრიგი და გონივრულობა სერიოზულად უნდა შემოწმდეს.

“მათ ჩვეულებრივი სირიელი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა ადარდებთ, მოწევის გამო რომ საფრთხის წინაშეა, მაგრამ ამავდროულად, სწორედ ეს მოქალაქეები ყოველდღიურად იბომბებიან, შიმშილობენ და სიკვდილის მოლოდინში არიან. ეს უაზრობა და სასაცილოა.

“მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, როგორც საჯაროდ ფონდირებულმა ორგანომ, კონცენტრირება საერთო სამედიცინო უსაფრთხოებაზე უნდა მოახდინოს, და რეპუტაცია არ უდა შეილახოს მსგავსი დაუფიქრებელი და კონტექსტიდან ამოვარდნილი რჩევებით.”

მსოფლიო ჯანდაცვს ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ როდესაც საგანგებო მდგომარეობაა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა დანარჩენი ყველაფერი უნდა გაჩერდეს.

“ცხადია, რომ ხალხი იბომბება და იხოცება, თუმცა თამბაქოთი მაინც იხოცებიან ადამიანები და ესეც უნდა გვახსოვდეს”.

 

Share