Home » ახალი ამბები » Jandacva.ge-ის პრესკლუბში შეხვედრას ლაშა კილაძე გამართავს
Jandacva.ge-ის პრესკლუბში შეხვედრას ლაშა კილაძე გამართავს

Jandacva.ge-ის პრესკლუბში შეხვედრას ლაშა კილაძე გამართავს

15 მარტს 13.00 საათზე jandacva.ge-ის პრესკლუბში  ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციისა და ინტერნეტ პორტალ jandacva.ge-ის ორგანიზებით შეხვედრას გამართავს ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა კილაძე. სასაუბრო თემა იქნება სააფთიაქო ნარკომანია.

რეცეპტის ინსტუტის შემოღების მიუხედავად საქართველოში სააფთიაქო ნარკომანიის თემა კვლავ აქტუალურია. ქვეყანაში წარმატებით აგრძელებენ ფუნქციონირებას ისეთი აფთიაქები, რომლებიც ურეცეპტოდ ყოველგვარი  ნებართვის გარეშე გასცემენ სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატებს.

დღეს არსებული კანონით, სამართალდამრღვევი აფთიაქი პირველ ჯერზე ჯარიმდება 6 000 ლარით, მეორე შემთხვევაში – 12 ათასი ლარით, მესამე სამართალდარღვევას კი აფთიაქის გაუქმება მოსდევს. მოქმედი კანონმდებლობა აფთიაქის მეპატრონეს, რომელმაც ცოტა ხნის წინ კანონი დაარღვია, საშუალებას აძლევს ხელახლა დარეგისტრირდეს ამჯერად უკვე ახალი სახელით. საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც დამუშავების პროცესშია სწორედ მსგავსი ფაქტების აღმოფხრას შეუწყობს ხელს.

რას ამბობს უახლესი სტატისტიკური მონაცემები სააფთიაქო ნარკომანიის შესახებ, როგორია ამ კუთხით ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის პოზიცია, ამ თემებთან დაკავშირებით ცენტრის დირექტორი ლაშა კილაძე jandacva.ge-ის პრესკლუბში ისაუბრებს.

Share