Home » ეკონომიკა » „ჯამურად, აზარტული თამაშების სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით“

„ჯამურად, აზარტული თამაშების სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით“

პრემიერმა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მის მიერვე დაანონსებული ცვლილებების შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა და განმარტა, თუ რა მიმართულებით იქნება რეგულაციები:

„აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო და გარე რეკლამა და ქართულ ვებგვერდებზე რეკლამის განთავსება. დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ონლაინ-სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებული იქნება ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება და ჯამურად, სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით.

Share