Home » ახალი ამბები » ივნისში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები 0,8%–ით შემცირდა
7 თვეში საქართველოს ეკონომიკა 2,6 პროცენტით გაიზარდა

ივნისში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები 0,8%–ით შემცირდა

სესხებზე საშუალო შეწონილი განაკვეთი ივნისში 0,8%–ით შემცირდა და 15% შეადგინა, – ამის შესახებ ნათქვამია სებ–ის ივნისის თვისმიმოხილვაში.

სებ–ის მონაცემებით, უცხოური ვალუტით დენომინირებულ სესხებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.2%–ული პუნქტით და 11.5%–მდე შემცირდა, ეროვნული ვალუტით გაცემულ კრედიტებზე კი 0.4%–ული პუნქტით და წლიური 18.4%–ით განისაზღვრა.

ეროვნული ვალუტით სესხების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთები როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირებისთვის შემცირდა 0.2%–ული პუნქტით.

2014 წლის ივნისთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთები უცხოური ვალუტით სესხებზე უცვლელია და შეადგენს 11.5%–ს, ეროვნული ვალუტით განხორციელებულ დაკრედიტებაზე – 0.8%–ული პუნქტით შემცირდა.

Share