Home » ფინანსები » ივლისში ვადაგადაცილებული სესხები 44.3 მილიონით გაიზარდა
ივლისში ვადაგადაცილებული სესხები 44.3 მილიონით გაიზარდა

ივლისში ვადაგადაცილებული სესხები 44.3 მილიონით გაიზარდა

ივლისის თვეში, ვადაგადაცილებული სესხები 44.3 მლნ ლარით გაიზარდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, ამ ტიპის სესზების მოცულობა 418.6 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში მხოლოდ, 2.5% იყო.

აღსანიშნავია, რომ ვადაგადაცილებული სესხების 36.9 % ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.

საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 64.8 % გაუტოლდა.

საანგარიშო პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 151.7 მლნ ლარით (2.8%) გაიზარდა და 5.65 მლრდ ლარს გაუტოლდა. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა ივლისში 24.7 მლნ აშშ დოლარით (0.5%)  გაიზარდა და პერიოდის ბოლოს 4.65 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

წყარო: GBC

Share