Home » ფინანსები » ივლისში საგარეო ვალის მოცულობა შემცირდა
ივლისში საგარეო ვალის მოცულობა შემცირდა

ივლისში საგარეო ვალის მოცულობა შემცირდა

ქვეყნის საგარეო ვალდებულებები წლიურ ჭრილში ზრდის ტრენდით ხასიათდება, თუმცა ივლისში ივნისთან შედარებით საგარეო ვალი 18 მლნ დოლარით შემცირდა და  2018 წლის 31 ივლისის მონაცემებით, 5,168 მლრდ დოლარით განისაზღვრა.

ერთი წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო ვალდებულებები 268 მლნ დოლარით არის გაზრდილი.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ ქვეყანას 3,7 მლრდ დოლარი მართებს. კრედიტორ საფინანსო ინსტიტუტებს შორისაა მსოფლიო ბანკი; სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი; საერთაშორისო სავალუტო ფონდი; რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი; აზიის განვითარების ბანკი; ევროპის საინვესტიციო ბანკი. მათგან ყველაზე მსხვილი კრედიტორი საფინანსო ინსტიტუტი მოფლიო ბანკია.

საქართველოს 17 ორმხრივი კრედიტორი სახელმწიფო ჰყავს და მათ წინაშე არსებული დავალიანება 862,2 მლნ დოლარია. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული საგარეო ვალის მოცულობა 500 მლნ დოლარია.

Share