Home » საზოგადოება » ივანე მაჭავარიანი: მსოფლიო ბანკმა მზადყოფნა გამოთქვა ვაქცინის შეძენასა და ასევე, ლოჯისტიკურ საკითხებში დაგვეხმაროს

ივანე მაჭავარიანი: მსოფლიო ბანკმა მზადყოფნა გამოთქვა ვაქცინის შეძენასა და ასევე, ლოჯისტიკურ საკითხებში დაგვეხმაროს

მსოფლიო ბანკმა მზადყოფნა გამოთქვა ვაქცინის შეძენასა და ასევე, ლოჯისტიკურ საკითხებში დაგვეხმაროს, ამ კუთხით პრობლემა არ გვექნება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პრემიერ-მინისტრისა და ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, ანა ბიერდემის მიერ გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიო ბანკის მონაწილეობა სტრუქტურულ რეფორმებში მონაწილეობას კვლავ გააგრძელებენ.

„შეხვედრაზე საუბარი იყო დაფინანსების უზრუნველყოფაზე და „მსოფლიო ბანკმა“ მზადყოფნა გამოთქვა ვაქცინის შეძენასა და ასევე, ლოჯისტიკურ საკითხებში დაგვეხმაროს, ამ კუთხით პრობლემა არ გვექნება. ასევე ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო „მსოფლიო ბანკის“ მონაწილეობა სტრუქტურულ რეფორმებში. მათ აღგვითქვეს, რომ ამას კიდევ გააგრძელებენ“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

საქართველოსა და მსოფლიო ბანკის პარტნიორობის სტრატეგია და კონკრეტული პრიორიტეტები, მათ შორის, მსოფლიო ბანკის მხრიდან საქართველოს ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მხარდაჭერის შესაძლო მიმართულებები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანა ბიერდემ შეხვედრაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

Share