Home » ფინანსები » ივა ჭყონია – ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი – ლარი, მძიმე მდგომარეობაშია

ივა ჭყონია – ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი – ლარი, მძიმე მდგომარეობაშია

„დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის” ხელმძღვანელი ივა ჭყონია ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსის მიღებას არ გამორიცხავს.

მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი ლარი მძიმე მდგომარეობაშია.

„პოლიტიკურად მნიშვნელოვანია სიტუაციის დასტაბილურება. პანდემიის დაწყების პირველი დღიდან კომპანიებში ლიკვიდურობა რომ გაზრდილიყო დახმარებას ვითხოვდით დამატებითი ღირებულებების ნაწილში, რომ იმპორტის გადასახადი არ გადაგვეხადა მომენტალურად, არამედ აღნიშნული თანხა რეალიზაციაზე ყოფილიყო მიბმული.

უნდა დავიცვათ რეგულაციები, თორემ გამორიცხული არ არის ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსი მივიღოთ.

მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ბიზნესთან ერთად ბაზრების დივერსიფიცირებაზე იმუშაოს. დღითიდღე ძვირდება ნედლეულის და ნავთობპროდუქტების ფასი.

მწარმოებელს პროდუქციის თვითღირებულება გაუძვირდა და მსყიდველობითუნარიანობა იკლებს, ხოლო პირველადი მოთხოვნის პროდუქტებზე მოთხოვნა ყოველთვის არის, რაც არ უნდა ფასი გაიზარდოს“,- განაცხადა ივა ჭყონიამ მედიაცენტრ “მთავარში”.

Share