Home » ფინანსები » ივა ჭყონია: ლარი უკვე პანიკურად უფასურდება, ეროვნულო ბანკი და მთავრობა არაფერს აკეთებს

ივა ჭყონია: ლარი უკვე პანიკურად უფასურდება, ეროვნულო ბანკი და მთავრობა არაფერს აკეთებს

დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელის ივა ჭყონიას აზრით, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა და ეროვნული ბანკი ძალიან სწრაფად არ გადადგამენ ნაბიჯებს და ლარის გაუფასურებას შესაბამისი ინსტრუმენტებით არ შეაჩერებენ, ბიზნესი ფასების დაჭერას ვერ შეძლებს.

“ახალი არავისთვისაა, რომ იმპორტირებული ეკონომიკა გვაქვს – ვყიდულობთ დოლარში და ვყიდით ლარში. თუ ასე გაგრძელდა, ყველაფერი გაძვირდება. კერძო სექტორსაც აქვს შესაძლებლობების ლიმიტი, მაშინ გვითხრან, როგორ მოვიქცეთ.

მძიმე პრობლემების წინაშე არიან ადგილობრივი მწარმოებლებიც, რადგან ნედლეული იმპორტიორებულია და ლარის კურსი მათთვისაც მძიმე ტვირთია.

ვხედავთ, ეროვნული ვალუტა უკვე პანიკურად უფასურდება და არც ეროვნულო ბანკი და არც მთავრობა არაფერს აკეთებს, განცხადებებსაც არავინ აკეთებს, რომ დაამშვიდონ ბაზარი. 10-წლიანი განვითარების გეგმა კი არა, ხვალ რას ვაკეთებთ, ის არ ვიცით.

პრობლემები ახლა არ დაწყებულა, ვერც პანდემიას დავაბრალებთ სრულად – ფაქტია, წლებია, ეროვნული ვალუტის სტაბილურობა გამოწვევაა და რამდენჯერაც დაგვისვამს კითხვები – რა გეგმა აქვს სებ-ს და მთავრობას, ვერც ერთხელ პასუხი ვერ მივიღეთ”, – აცხადებს ივა ჭყონია.

Share