Home » ეკონომიკა » IV კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყველაზე მეტად სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში შემცირდა

IV კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყველაზე მეტად სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში შემცირდა

2020 წლის IV კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის კლება ყველაზე მეტად სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში დაფიქსირდა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის IV კვარტალში, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში სასტუმროებისა და რესტორნების წილი 247.4 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა. ჯამში კი, მთლიანი წლის ჭრილში აღნიშნულ სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებამ 221.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.9 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე.

შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 340.5 მლნ. აშშ დოლარით შეამცირა.

Share