Home » საზოგადოება » ითამაშებს თუ არა ზაზა ფაჩულია NBA “ყველა ვარსკვლავის” მატჩში
ითამაშებს თუ არა ზაზა ფაჩულია NBA "ყველა ვარსკვლავის" მატჩში

ითამაშებს თუ არა ზაზა ფაჩულია NBA “ყველა ვარსკვლავის” მატჩში

NBA “ყველა ვარსკვლავის” მატჩის გამოკითხვის შედეგებს, სავარაუდოდ, დღეს გამოაქვეყნებს

NBA-ს “ყველა ვარსკვლავის” მატჩის სასტარტო ხუთეულების არჩევა გულშემატკივრების მიერ დასრულდა. ხმის მიცემა, რომელიც ინტერნეტით მიმდინარეობდა, თბილისის დროით 17 იანვარს, 08:59 საათზე შეწყდა. NBA შედეგებს სავარაუდოდ, 19 იანვარს გამოაქვეყნებს. ”ყველა ვარსკვლავის” მატჩის მონაწილეებს გულშემატკივრები, მედია და თავად კალათბურთელები ირჩევენ.
ფანების გამოკითხვის მეორე შუალედური შედეგების მიხედვით, ზაზა ფაჩულიას 823 476 ხმა ჰქონდა, რაც დასავლეთ კონფერენციის ფორვარდთა შორის მეორე შედეგი იყო. ზაზა მესამეადგილოსანს თითქმის 200 ათასი ხმით უსწრებდა.

NBA-ს “ყველა ვარსკვლავის” მატჩი 19 თებერვალს ნიუ ორლეანში გაიმართება. 7-7 მოთამაშეს ვარსკვლავური გუნდების მთავარი მწვრთნელები თავად შეარჩევენ.

Share