Home » მსოფლიო » იტალიელები სამგზავრო ბილეთებს პლასტმასის ბოთლების ჩაბარებით მიიღებენ
იტალიელები სამგზავრო ბილეთებს პლასტმასის ბოთლების ჩაბარებით მიიღებენ

იტალიელები სამგზავრო ბილეთებს პლასტმასის ბოთლების ჩაბარებით მიიღებენ

იტალიაში, რომის რამდენიმე მეტროს სადგურსა და ავტობუსების გაჩერებებთან განთავსდა აპარატები, სადაც პლასტმასის ბოთლის ჩაგდების შემთხვევაში, მოქალაქე შეძლებს, სამგზავრო ბარათზე თანხა დააგროვოს.

მობილური აპლიკაციის სკანერით დაფიქსირების შემდეგ, ადამიანი აგდებს აპარატში ბოთლს და სამგზავრო ბარათზე თანხას აგროვებს. 30 ბოთლის ჩაგდების შემთხვევაში მომხმარებელი €1.50 იღებს.

იდეა საცდელია და თუ ერთი წლის განმავლობაში ის გაამართლებს, აპარატები ქალაქის სხვა ადგილებშიც დაემატება.

agro.jrc.ge

Share