Home » მსოფლიო » ისრაელში შექმნილმა წამალმა კორონავირუსისგან კვლევაში ჩართული ყველა პაციენტი განკურნა – რა ვიცით ახალ პრეპარატზე

ისრაელში შექმნილმა წამალმა კორონავირუსისგან კვლევაში ჩართული ყველა პაციენტი განკურნა – რა ვიცით ახალ პრეპარატზე

ის­რა­ელ­ში შექ­მნეს კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რა­ტი, რო­მელ­მაც ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი რამ­დე­ნი­მე დღე­ში გან­კურ­ნა. ებ­რა­ე­ლი მე­დი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ პრე­პა­რატ­მა სა­ხე­ლად EXO-CD24, შე­საძ­ლოა გარ­დამ­ტე­ხი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნოს პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლა­ში.

რო­გორც “ტე­ლეგ­რა­ფი” წერს, ინო­ვა­ცი­უ­რი წა­მა­ლი თელ-ავი­ვის Ichilov-ის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში შექ­მნეს და პრე­პა­რატ­ზე მიმ­დი­ნა­რე კვლე­ვის პირ­ვე­ლი ეტა­პი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, წა­მა­ლი და­ეხ­მა­რე­ბა Covid-19-ით და­ა­ვა­დე­ბულ სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის პა­ცი­ენ­ტებს, უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა არ გარ­თულ­დეს და პა­ცი­ენ­ტი რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­მო­ა­ჯან­მრთე­ლოს, ასე­ვე ის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა იმ პა­ცი­ენ­ტებ­შიც, რო­მელ­თა მდგო­მა­რე­ო­ბა შე­ფა­სე­ბუ­ლია რო­გორც რთუ­ლი.

ებ­რა­ე­ლი პრო­ფე­სო­რი ნა­დირ არ­ბე­რი ყო­ვე­ლი­ვეს “უდი­დეს მიღ­წე­ვას“ უწო­დებს. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, პრე­პა­რა­ტით კვლე­ვის პირ­ველ ეტაპ­ზე მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­უ­ტარ­და 30 პა­ცი­ენტს, რო­მელ­თა მდგო­მა­რე­ო­ბაც იყო სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის, ან რთუ­ლი, 30-ვე პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთელ­და, მათ შო­რის 29-ის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას დას­ჭირ­და 3-დან 5 დღემ­დე პე­რი­ო­დი. კი­დევ ერთი პა­ცი­ენ­ტის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას და­მა­ტე­ბით რამ­დე­ნი­მე დღე დას­ჭირ­და, თუმ­ცა ისიც გა­მო­ჯან­მრთელ­და.

მე­დი­კო­სე­ბის თქმით, წა­მა­ლი ებ­რძვის ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვედ­რილ ვირუსს და აუმ­ჯო­ბე­სებს პა­ცი­ენ­ტის იმუ­ნი­ტეტს. ის ადა­მი­ანს კო­ვიდ-19-ით გა­მოწ­ვე­ულ “ცი­ტო­კი­ნურ ქა­რიშ­ხალს“ არი­დებს, რაც ხში­რად ხდე­ბა ხოლ­მე ლე­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის მი­ზე­ზი. ის მოქ­მე­დებს იმგვა­რად, რომ ვირუს­მა ფილ­ტვე­ბი ვე­ღარ და­ა­ზი­ა­ნოს წა­მა­ლი გა­და­დის ახლა კვლე­ვის შემ­დგომ ეტაპ­ზე, თუმ­ცა მისი შემ­ქმნე­ლე­ბი უკვე დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი არი­ან პრე­პა­რა­ტის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა­ში და ამ­ბო­ბენ, რომ შე­საძ­ლოა, მან კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლა­ში მთა­ვა­რი გარ­და­ტე­ხა შე­ი­ტა­ნოს.

წყარო: AMBEBI.GE

Share