Home » მსოფლიო » ისრაელში, ე.წ. „მწვანე საშვის“ არმქონე მასწავლებლებს სკოლებში არ დაუშვებენ და ანაზღაურებას არ გადაუხდიან

ისრაელში, ე.წ. „მწვანე საშვის“ არმქონე მასწავლებლებს სკოლებში არ დაუშვებენ და ანაზღაურებას არ გადაუხდიან

ისრაელში, ე.წ. „მწვანე საშვის“ არმქონე მასწავლებლებს სკოლებში არ დაუშვებენ და ანაზღაურებას არ გადაუხდიან. შესაბამისი განკარგულება ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოსცა.

ახალი რეგულაციის თანახმად, მასწავლებლებმა სკოლებში საქმიანობის გასაგრძელებლად ე.წ. „მწვანე საშვი“ უნდა წარადგინონ, რომელიც ადასტურებს, რომ პირი ან აცრილია, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი ან კიდევ კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხი აქვს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აღნიშნული რეგულაცია 3 ოქტომბრიდან ამოქმედდება.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. „მწვანე საშვის“ არმქონე მასწავლებლები გაკვეთილების ჩატარებას დისტანციურადაც ვერ შეძლებენ.

საშუალო სკოლების დირექტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, მენაშე ლევიმ განაცხადა, რომ ახალი რეგულაცია მხოლოდ რამდენიმე ასეულ მასწავლებელს შეეხება, რომლებიც უარს ამბობენ როგორც ვაქცინაციაზე, ასევე ტესტირებაზე.

„ჩვენ განათლების 210 000-დან სადღაც 300 მუშაკზე ვსაუბრობთ. სრულიად უმნიშვნელო რიცხვია“, – აღნიშნა მან.

imedinews.ge

Share